/images/logo_ka.svg
ზერკალინი ხსნარი გარეგანი 10მგ/1მლ 30მლ #1
ზერკალინი ხსნარი გარეგანი 10მგ/1მლ 30მლ #1

ზერკალინი ხსნარი გარეგანი 10მგ/1მლ 30მლ #1

ხორვატია

იადრან-გალენსკი

პროდუქტის შესახებ
ზერკალინი

შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინის ჰიდროქლორიდი უწყლო კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის სახით - 11,5 მგ (შეესაბამება 10 მგ კლინდამიცინს).
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (ეთილის სპირტი 96%), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ფერისმჭამელების(acne vulgaris) სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
•ჰიპერმგრძნობელობა კლინდამიცინის ან ლინკომიცინის მიმართ ანამნეზში;
•პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტი;
•12 წლამდე ასაკი;
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისადმი.

მიღების წესი და დოზები
გამოიყენება გარეგანად. ხსნარი დაიტანება წინასწარ გაწმენდილი და გამშრალი კანის დაზიანებულ უბანზე, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.
მკურნალობის კურსი: დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად პრეპარატი გამოიყენება 6-8 კვირა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის 6 თვემდე გაგრძელება.
თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან ვლინდება ახალი სიმპტომები საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოცემული ჩვენების სამკურნალოდ და ინსტრუქციაში მითითებული დოზებით. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იადრან-გალენსკი
ქვეყანა
ხორვატია
ჯენერიკი
კლინდამიცინი
დოზა
10მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი გარეგანი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat