ამარილ M ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობის დაწევას, გამოიყენება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად დიაბეტის გარკვეული ფორმების (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ.
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს გლიმეპირიდი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ გლიმეპირიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სხვა შემადგენელი კომპონენტებია: ლაქტოზა, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი, გაწმენდილი წყალი.
ამარილ M წარმოადგენს პერორალურ პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობის დაწევას. ამარილ M გამოიყენება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად დიაბეტის გარკვეული ფორმების (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ:
ამარილ M-ის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ამარილ M-ის დოზა დამოკიდებულია თქვენს აუცილებლობაზე, მდგომარეობასა და სისხლსა და შარდში შაქრის შემცველობაზე ჩატარებული ანალიზების შედეგებზე და განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ. არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულზე მაღალი დოზა.
რეკომენდებული დოზა:
რეკომენდებულია მკურნალობის კურსის დაწყება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და შემდეგ ექიმს შეუძლია მისი გაზრდა სისხლში შაქრის შემცველობის დონის მიხედვით.
როდესაც ხდება ცალკეული ტაბლეტების სახით არსებული გლიმეპირიდისა და მეტფორმინის კომბინირებული მკურნალობიდან გადაყვანა, ამარილ M-ის მიღება ხორციელდება ახლახანს მიღებული დოზის საფუძველზე.
პრეპარატის მიღების წესი:
ამარილ M მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის წინ ან ჭამის დროს. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად სულ მცირე ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 30˚ C ტემპერატურის პირობებში.