/images/logo_ka.svg
დიალიპტინი-M 850 ტაბლეტი 50მგ+850მგ #56

დიალიპტინი-M 850 ტაბლეტი 50მგ+850მგ #56

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი

პროდუქტის შესახებ
დიალიპტინი-M 850

შემადგენლობა:
დიალიპტინი-M 850 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს USP 850 მგ და ვილდაგლიპტინს INN 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლივინილ პიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა; შემომგარსავი ნივთიერებები: Sheff coat PVA (პოლივინილის სპირტი, ლეციტინი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, PB 86620 Brown color).

ჩვენებები:
დიალიპტინი-M 850 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაჩვენებია 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ზრდასრულ პაციენტებში, როგორც დანამატი დიეტის და ვარჯიშის დროს გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად:
•როგორც საწყისი თერაპია, როდესაც დიაბეტი ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით;
•როგორც თერაპია პაციენტებში, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ადექვატურ კონტროლს მხოლოდ მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან ვილდაგლიპტინით, ან რომლებიც უკვე მკურნალობენ ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კომბინაციით მონოთერაპიის სახით;
•როგორც კომბინირებული თერაპია - სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ინსულინთან ერთად, როდესაც ისინი არ უზრუნველყოფენ გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.
მნიშვნელოვანი შეზღუდვები გამოყენების შესახებ
დიალიპტინ-M 850 არ უნდა იქნას გამოყენებული 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ, რადგან ამ შემთხვევებში ის არ იქნება ეფექტური.

დოზირება და მიღების წესები:
მიღების წესი:
პერორალური გამოყენებისთვის
დიალიპტინ-M 850 უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს, რათა შემცირდეს მეტფორმინის ჰიდროქლორიდთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები.
პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში დიალიპტინ-M 850 უნდა იქნას მიღებული როგორც კი პაციენტს გაახსენდება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთი და იმავე დღეს.
დოზირება:
ზრდასრულები
ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის გამოყენება ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ეფექტურობისა და ტოლერანტობის საფუძველზე. დიალიპტინ-M 850-ის გამოყენებისას არ გადააჭარბოთ ვილდაგლიპტინის მაქსიმალურ დღიურ დოზას (100 მგ).
დიალიპტინ-M 850-ის რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის მდგომარეობას და/ან ვილდაგლიპტინის და/ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმდინარე რეჟიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა:
ორსულ ქალებში პრეპარატის დიალიპტინი-M 850 გამოყენების გამოცდილება საკმარისად არ
არის შესწავლილი. ემბრიო-ნაყოფის განვითარების (ტერატოლოგია) კვლევები ჩატარდა ვირთხებსა და კურდღლებზე ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 1:10 კომბინაციის გამოყენებით და არ აჩვენა ტერატოგენურობის მტკიცებულება არცერთ სახეობაში. დიალიპტინი-M 850 არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ყოველთვის ვერ საზღვრავს ადამიანის რეაქციას პრეპარატზე.

ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მეტფორმინის და ვილდაგლიპტინის ექსკრეცია რძეში. არ ჩატარებულა კვლევები დიალიპტინი-M 850 კომბინირებულ კომპონენტებზე. მეტფორმინი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მეძუძურ ქალებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დრაგ ინტერნაციონალი
ქვეყანა
ბანგლადეში
ჯენერიკი
ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი
დოზა
50მგ+850მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat