ფორქსიგა - 10მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მართვაში. შეფუთვაში - 30 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
დაპაგლიფლოზინი (Dapagliflozin)
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:
დაპაგლიფლოზინი (Dapagliflozin)
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 12.30 მგ დაპაგლიფლოზინის პროპანდიოლს, 10 მგ დაპაგლიფლოზინის ექვივალენტური რაოდენობით.
შემავსებლები:
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460i)
ლაქტოზა, უწყლო
კროსპოვიდონი (E1201)
სილიციუმის დიოქსიდი (E551)
მაგნიუმის სტეარატი (E470b)
გარსის შემადგენლობა:
პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული (E1203)
ტიტანის დიოქსიდი (E171)
მაკროგოლი 3350
ტალკი (E553b)
რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
მონოთერაპია და კომბინირებულ თერაპიაზე დამატება
რეკომენდებული დოზაა 10 მგ დაპაგლიფლოზინი დღეში ერთხელ — მონოთერაპიისთვის და გლუკოზის დამაქვეითებელ სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, ინსულინის ჩათვლით.
როდესაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის დამაჩქარებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ინსულინის ან მისი სეკრეციის დამაჩქარებლის უფრო დაბალი დოზა.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის დაზიანება
დაპაგლიფლოზინის ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, მცირდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაზიანება და შეიძლება არ არსებობდეს მძიმე დაზიანების შემთხვევაში.
ფორქსიგას გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო და მძიმე დაზიანება (კრეატინინის კლირენსი [CrCl] <60 მლ/წთ ან გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე [გფს] <60 მლ/წთ/1.73 მ²).
დოზის ცვლილება ნაჩვენები არ არის თირკმლის მსუბუქი უკმარისობის შემთხვევაში.
მიღების მეთოდი
ფორქსიგას მიღება შეიძლება პერორალურად დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.