/images/logo_ka.svg
კორვაზი კაფსულა #30

კორვაზი კაფსულა #30

თურქეთი

ჰონორ ილაჩ სანი

პროდუქტის შესახებ
დასახელება - კორვაზი კაფსულა #30
შემადგენელი კომპონენტების მოქმედება

ბენფოტიამინი - არის ცხიმში ხსნადი მაღალ ბიოშეღწევადი B1 ვიტამინის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და ნერვული სისტემების სიჯანსაღეს. ასტიმულირებს ტრანსკეტოლაზას, უჯრედულ ფერმენტს, რომელიც აუცილებელია გლუკოზის ნორმალური მეტაბოლური გზების შესანარჩუნებლად. მისი შეთვისება ორგანიზმში 8-10 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე წყალში ხსნადი თიამინის.
ალფა-ლიპოის მჟავა - (ტიოქტის მჟავა, ALA) ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარებას , ამცირებს ენდოთელიუმის დისფუნქციას. ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ოქსიდაციურ სტრესთან, რომელიც ასევე გვხვდება შაქრიანი დიაბეტის დროს. ეფექტურია როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 დიაბეტის დროს, დიაბეტთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, როგორიცაა პოლინეიროპათია. ALA დამტკიცებულია ალკოჰოლური ნეიროპათიის და ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ. ALA ასევე ეფექტურია მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატოტოქსიურობის შესამცირებლად.
ბენფოტიამინი და ალფა-ლიპოის მჟავა - ორი ბიოაქტიური ნაერთია, გონივრული კომბინაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ოქსიდაციურ სტრესს, ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმის და ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას.
D-ბიოტინი როგორც B ჯგუფის ვიტამინების ნაწილი, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სიჯანსაღეს და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს , რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნახშირწყლების მეტაბოლიზმისთვის. აკონტროლებს გლუკონეოგენეზის პროცესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების მონელებაში და ცხიმების წვაში. აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს სასარგებლო ნაწლავის ფლორის სინთეზში.
ქვერცეტინს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ქვერცეტინს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა პრეჰიპერტენზიულ მდგომარეობაში მყოფ პირებში.
გამოყენების რეკომენდაცია
ეხმარება ჯანმრთელ უჯრედებს სისხლში მომატებული გლუკოზის არსებობის პირობებში, ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიტების მიერ ინიცირებულ უჯრედულ პროცესებს, ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების დამცავ მოქმედებას ოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ , აუცილებელია მისი მიღება B 1 ვიტამინზე გაზრდილი მოთხოვნილებისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს , რეკომენდებულია სხვადასხვა ნეიროპათიის (ალკოჰოლური, დიაბეტური, დიაბეტური ფეხის/ხელის სინდრომი) და ნევრალგიის დროს.
ყოველდღიური მიღების დოზა ერთი კაფსულა დღეში ერთჯერ, ან ორჯერ, ექიმის რეკომენდაციით. ხანგრძლივობა 1 თვე და მეტი, ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო ალერგიული რეაქციები
უკუჩვენება
შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰონორ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ალფა ლიპოის მჟავა /თიოკტის მჟ/+ბენფოტიამინი+ბიოტინი+ქვერცეტინი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat