ქსიგდუო XR ტაბლეტი 10მგ+1000მგ #30

ქსიგდუო XR ტაბლეტი 10მგ+1000მგ #30

ამერიკის შეერთებული შტატები

ასტრაზენეკა
კალათის ფასდაკლება
-
61.36
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Metformin+Dapagliflozin
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ქსიგდუო XR 10მგ/1000მგ

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ქსიგდუო XR წარმოადგენს დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl-ის კომბინაციურ საშუალებას.

ჩვენებები და გამოყენება
ქსიგდუო XR (დაპაგლიფლოზინი და გახანგრძლივებული გამოთავისუფლების მეტფორმინ HCl) ნაჩვენებია დიეტის და ვარჯიშის დროს დამხმარე საშუალების სახით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად მოზრდილებში ტიპი 2 დიაბეტით, როდესაც მიზანშეწონილია როგორც დაპაგლიფლოზინით, ისე მეტფორმინით მკურნალობა.

გამოყენების შეზღუდვები
ქსიგდუო XR-ის მიღება არ არის რეკომენდებული ტიპი 1 დიაბეტის ან დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე პაციენტებში.
დოზირება და მიღება

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი
მკურნალმა ექიმებმა უნდა შეარჩიონ ქსიგდუო XR-ის საწყისი დოზა ინდივიდუალურად პაციენტის მიმდინარე მკურნალობიდან გამომდინარე.
ქსიგდუო XR უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ საკვებთან ერთად დოზის თანდათონობით მომატებით, რათა შემცირდეს მეტფორმინით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები.
ქსიგდუო XR-ის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დაუშვებელია მათი დაფშვნა, გაჭრა ან დაღეჭვა. ზოგიერთ შემთხვევაში, ქსიგდუო XR-ის არააქტიური ინგრედიენტები ფეკალიებში გამოიყოფა რბილი, ჰიდრატირებული მასის სახით, რომელიც შესაძლოა გავდეს თავდაპირველ ტაბლეტს.
პაციენტებისთვის, რომლებიც ჯერჯერობით არ იღებენ დაპაგლიფლოზინს, რეკომენდებული საწყისი დოზა არის დაპაგლიფლოზინის 5 მგ დღეში ერთხელ.
დოზირება შესაძლოა შეიცვალოს ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით, აგრეთვე არ უნდა გადავაჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას 10 მგ დაპაგლიფლოზინი და 2000 მგ მეტფორმინ HCl.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ მეტფორმინ XR-ის საღამოს დოზას, უნდა გამოტოვონ მათი ბოლო დოზა ქსიგდუო XR-ის დაწყებამდე.
უკუჩვენებები

ქსიგდუო XR უკუნაჩვენებია პაციენტებში ქვემოთ მითითებული პათოლოგიებით:
თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევა (გფსს 60 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები), თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადება ან დიალიზზე მყოფი პაციენტები [იხილეთ „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“ ].
დაპაგლიფლოზინის მიმართ სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი.
მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზის ჩათვლით, კომით ან მის გარეშე.
დიაბეტური კეტოაციდოზისთვის უნდა ჩატარდეს მკურნალობა ინსულინით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასტრაზენეკა
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინი
დოზა
10მგ+1000მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი