შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსალიცილის მჟავა 324მგ; დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი 25, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის არომატიზატორი, ლაიმის არომატიზატორი, დიმეტიკონი, კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი.
ჩვენებები: მსუბუქიდან საშუალო დონის ტკივილის დროს. ორგანიზმის მომატებული ტემპერატურა. ყურადღება უნდა მიექცეს გამოყენების ჩვენებები ბავშვებსა და მოზრდილებში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და ასაპ-ის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ:აქტიური პეპტიური წყლული; ჰემორაგიული დიათეზი; კვირაში ან მეტჯერ 15მგ მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენება; სალიცილატებით ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებით გამოწვეული ასთმა; თირკმელების ან-და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; გულის ქრონიკული მძიმე უკმარისობა; ორსულობა (მესამე ტრიმესტრი); ბავშვები და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდები.
მიღების წესი და დოზები: ტაბლეტი უნდა გაიხსნას ჭიქა წყალში და უნდა დალიონ. მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს (2, 592გ). აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზის მიღება შეიძლება 4-8 საათიანი ინტერვალით დღე-ღამეში 3-ჯერამდე. ხანდაზმულებისთვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, უფრო ძლიერი ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში იღებენ 2 ტაბლეტს. ორივე შემთხვევაში, აუცილებლობისას, შეიძლება მიღების განმეორება, მაგრამ არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალისა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს. მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და 3 დღეს-როგორც სიცხის დამწევი საშუალება.შენახვის წესი: არაუმეტეს 25C-ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.