/images/logo_ka.svg
ელკოპრაზოლი კაფსულა 20მგ #28

ელკოპრაზოლი კაფსულა 20მგ #28

ესპანეთი

ტოვა ფარმაცეუტიკალ ევროპა

პროდუქტის შესახებ
ელკოპრაზოლი

რას შეიცავს ელკოპრაზოლი
-აქტიური ნივთიერება არის ელკოპრაზოლი.
ელკოპრაზოლის კაფსულები ხელმისაწვდომია ორი სახით, რომელიც შეიცავს 20 მგ ან 40 მგ ეზომეპრაზოლს (ნატრიუმის მარილის სახით).
-სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შიგთავსი:
შაქრის ბურთულები (შეიცავს სიმინდის სახამებელს და საქაროზას), მეთილცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E-171), გლიცერილმონოსტეარატი, პოლისორბატი-80, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი და ტრიეთილციტრატი.

ელკოპრაზოლი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მოზრდილები
-„გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD), რომლის დროს კუჭის მჟავე შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს ყელს კუჭთან) გადადის, რაც საყლაპავის ანთებას, გულმკერდის არეში ტკივილსა და გულძმარვას იწვევს.
-კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც გამოწვეულია Helicobacter pylori-ით. ასეთ შემთვევაში, ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს ანტიბიოტიკები ინფექციისა და წყლულის სამკურნალოდ.
-აასს-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოწვეული კუჭის წყლული. ელკოპრაზოლი ასევე გამოიყენება აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულის განვითარების პრევენციისათვის.
-პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული მაღალი მჟავიანობა (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).
-წყლულის განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ეზომეპრაზოლით პროფილაქტიკის შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა.
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომის გულძმარვის მკურნალობა:
- საყლაპავის მსუბუქად დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის გამოყენება დოზით 40მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, იგივე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი 4 კვირის განმავლობაში.
- საყლაპავის დაზიანების განკურნების შემთხევვაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის მიღება დოზით 20 მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
- თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20 მგ ერთი კაფსულა დღეში. კონტროლირებული მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის მიღება საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ ერთი ელკოპრაზოლის 20 მგ კაფსულა დღეში.
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო პატარა დოზა.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა და რეციდივის პრევენცია:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20მგ ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.
- ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.
აასს-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოწვეული კუჭის წყლულის მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა 20 მგ ელკოპრაზოლი დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულის პრევენცია აასს-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მიღებისას:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20 მგ დღეში ერთხელ.
პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული მაღალი მჟავიანობის (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 40 მგ ორჯერ დღეში.
- ექიმი დაარეგულირებს დოზას თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მაქსიმალური დოზაა 80 მგ ორჯერ დღეში.
წყლულის განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ელკოპრაზოლით პროფილაქტიკის შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 40მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

როგორ შეინახოთ ელკოპრაზოლი
შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტოვა ფარმაცეუტიკალ ევროპა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ესომეპრაზოლი
დოზა
20მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat