ჩვენება: ფერმენტინი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფისა და წარმოქმნის პროცესების დარღვევების დროს, რასაც თან ახლავს საჭმლის მონელების გაძნელება.
მიღების წესი და დოზირება : რეკომენდებულია 1 კაფსულა , დღეში ერთხელ ჭამის დროს. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შემდეგ.
გაფრთხილება : არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში .
სიფრთხილით გამოიყენეთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი, როგორც დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების შემცვლელი; არ არის რეკომენდებული მწვავე პანკრეატიტის დროს; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში და მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.