რეკომენდებულია გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის.
რას შეიცავს ინტესტალის ტაბლეტი:
- აქტიური ნივთიერება: ბისმუტის სუბსალიცილატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 262.5 მგ ბისმუტის სუბსალიცილატს. რეკომენდებულია გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის.
-დამხმარე ნივთიერებები:კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A), პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
ბისმუტის სუბსალიცილატს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი ბაქტერია Helicobacter pylori-ს წინააღმდეგ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის და პეპტიური წყლულის ანთება.
- ხელს უწყობს Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების აღმოფხვრას ან შემცირებას.
- ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა მედიკამენტები ინტესტალის ტაბლეტებთან ერთად Helicobacter pylori-ის გასანადგურებლად.
- ბისმუტის სუბსალიცილატის ფორმით არსებული ბისმუტი ორგანიზმში ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება, მაშინ როდესაც სალიცილატი მნიშვნელოვნად შეიწოვება.
გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა 2 დღის განმავლობაში.
არ მიიღოთ ინსტალატის ტაბლეტი:
- თუ გაქვთ ალერგია ბისმუტის სუბსალიცილატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე,
- თუ ანამნეზში გქონიათ სალიცილატებით ან სხვა ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატით გამოწვეული ასთმური რეაქციები,
- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული,
- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი,
- თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან გულის მძიმე უკმარისობა,
- თუ მკურნალობთ მეტოტრექსატით - 15 მგ:კვირაში ან უფრო მაღალი დოზით,
- თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში,
- 12 წლამდე ასაკის ბავშვი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: ინტესტალის ტაბლეტების მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენ ექიმს და ფარმაცევტს
სიფრთხილეა რეკომენდებული :
- თუ ხართ ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში.
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.
- თუ გაქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
- თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (როგორიცაა კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი, დაბალი დოზის ჰეპარინის გარდა).
- თუ იღებთ პერორალურ სისხლში შაქრის დონის დამწევ პრეპარატებს, ტეტრაციკლინის შემცველ ანტიბიოტიკებს, ან პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატებს
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რადგან სალიცილატმა შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს თირკმლის დაზიანების ან თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.
- თუ ანამნეზში გაქვთ ქრონიკული ან მორეციდივე კუჭ-ნაწლავის წყლულის შემთხვევა, ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევა,
- თუ გაწუხებთ ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები, გაქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან გქონიათ მედიკამენტებზე სხვა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, რადგან მგრძნობიარე პაციენტებში სალიცილატებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სპაზმი და ასთმის შეტევა ან სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
- თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა,
- თუ გაქვთ, მწვავე გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი, რადგან ასეთ შემთხვევებში სალიცილატმა შეიძლება გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი) ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის რისკის ზრდა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს შემდეგ ფაქტორებზე: მაღალი დოზა, ცხელება, მწვავე ინფექცია.
- თუ ხართ დასუსტებული ან ხანდაზმული და დიარეის გამო დაკარგეთ დიდი რაოდენობით სითხე და ელექტროლიტები.
- ინტესტალის ტაბლეტის გამოყენება გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის არ შეიძლება, თუ სიმპტომები მძიმეა ან 2 დღეზე მეტ ხანს გრძელდება; გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც მკურნალობის გახანგრძლივებას ექიმი რელევანტურად მიიჩნევს.
- ინტესტალის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის გაძლიერება ქირურგიული პროცედურების და მის შემდეგ პერიოდში (მათ შორის მცირე პროცედურებისას, როგორიცაა კბილის ამოღება).
ბავშვები და მოზარდები: ინტესტალის ტაბლეტები არ მისცეთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
- 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და ცხელებისას, ინტესტალის ტაბლეტების მიცემა შეიძლება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით, ან თუ სხვა არცერთი წამალი არ იყო ეფექტური. მუდმივი ღებინების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, რადგან ეს შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში დაავადების (რეის სინდრომი) ნიშანი.
სხვა მედიკამენტები და ინსტესტალის ტაბლეტი: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
- მეტოტრექსატით (გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების და კიბოს სამკურნალოდ) მკურნალობისას ინტესტალის ტაბლეტების მიღება 15 მგკვირაში დოზით ან მეტით არ შეიძლება.
მოერიდეთ ინტესტალის ტაბლეტებთან ერთად შემდეგი მედიკამენტის მიღებას:
- სტრეპტოკინაზა (პრეპარატი, რომელიც ინიშნება სისხლის კოლტების დასაშლელად).
ინსტალატის ტაბლეტთან ერთად შემდეგი მედიკამენტების მიღებას მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას:
- მეტოტრექსატი, რომელიც დანიშნულია კვირაში 15 მგ-ზე უფრო ნაკლები დოზით;
- ანტიკოაგულანტები, თრომბის დამშლელი პრეპარატები, ანტითრომბოციტული პრეპარატები;
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
- სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI), რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ;
- დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
- ლითიუმი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
- ზოგიერთი სედაციური და საძილე საშუალებები: ბარბიტურატები;
- სისხლში შაქრის დონის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები;
- შარდმდენები;
- სტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
- ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები: მაგალითად, კაპტოპრილი, ენალაპრილი;
- ვალპროის მჟავა, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
- ურიკოზურიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ, მაგალითად: ბენზბრომარონი, პრობენეციდი;
- ტეტრაციკლინები (ანტიბიოტიკის სახეობა). ეს ტაბლეტები უნდა მიიღოთ ინტესტალის ტაბლეტების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ან რამდენიმე საათით შემდეგ.
ინტესტალი ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
- გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის ინტესტალის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების გარეშე.
- Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, ინტესტალის ტაბლეტები უნდა მიიღოთ უზმოზე (ძირითად კვებამდე ნახევარი საათით ადრე და ძილის წინ).
- ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის ლორწოვანი გარსის დაზიანების და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ინტესტალის ტაბლეტები გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ისიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში, ექიმის რჩევის შესაბამისად; მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.
- მოქმედი ნივთიერების მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს შეიძლება მცირე დოზებით გამოყენება, პერიოდული მკურნალობისთვის. თუ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროა უფრო მაღალი დოზების მიღება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- არსებობს მონაცემები, რომ სალიცილატების მოქმედების მექანიზმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე. ამ ეფექტის შექცევა შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტით.
მანქანის მართვა და მექანიზმების მართვა: ინტესტალის ტაბლეტების გამოყენებისას მანქანის მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობაზე ზეგავლენას არ ახდენს.
როგორ მივიღოთ ინტესტალის ტაბლეტი:
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გასტრიტი, გულისრევა და დიარეის სიმპრტომური მკურნალობისას:
12 წლიდან ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები: წამლის ერთჯერადი დოზაა 2 ტაბლეტი. ერთჯერადი დოზის გამეორება შესაძლებელია საჭიროებისამებრ, ყოველ 12-1 საათში.
24 საათის განმავლობაში მიიღეთ მაქსიმუმ 16 ტაბლეტი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
გამოყენება ბავშვებში: ინტესტალის ტაბლეტში სალიცილატის შემცველობასთან დაკავშირებული რეის სინდრომის რისკის გამო, ამ წამალის დანიშვნა არ ხდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების გზა: პერორალური
- ინტესტალის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების გარეშე გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისას.
Helicobacter pylori-ს ბაქტერიის აღმოფხვრა:
მოზრდილები:
- 4ვ1 ტაბლეტი დღეში, როცა კუჭი ცარიელია (ნახევარი საათით ადრე ძირითად კვებამდე და საღამოს ძილის წინ);
- 2ვ2 ტაბლეტი დღეში, როცა კუჭი ცარიელია (ნახევარი საათით ადრე საუზმემდე და ვახშამამდე ან ძილის წინ).
- მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე.
- ბისმუტის შემცველი საშუალებებით შემდეგი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 2 თვე.
- თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობის ხანგრძლივობა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება.
- H. pylori-ის აღმოსაფხვრელად, კომბინირებული მკურნალობის კომპონენტები და მკურნალობის ხანგრძლივობა (7-14 დღე) უნდა განისაზღვროს ექიმმა, თქვენი წამლის მიმართ ტოლერანტობის გათვალისწინებით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ადგილობრივი რეზისტენტობის მონაცემებისა და სამკურნალო რეკომენდაციების შესაბამისად.
თუ მიიღეთ ინტესტალის ტაბლეტის საჭიროზე მეტი დოზა: დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
- არ მიიღოთ ერთჯერად დოზაზე მეტი და არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას (16 ტაბლეტი).
- ბისმუტის სუბსალიცილატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღწერილია ტვინის დაზიანება .
თუ დაგავიწყდათ ინტესტალის ტაბლეტის მიღება:
თუ იღებთ ინსტალატის ტაბლეტებს გასტრიტის, გულძმარვის, გულისრევისა და დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის:
- ინტესტალის ტაბლეტების რეგულარული მიღება არ არის საჭირო, მაგრამ უნდა მიიღოთ სიმპტომების განვითარებისთანავე.
- მიიღეთ დამატებით ერთჯერადად, დოზა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე ეს საჭიროა.
თუ იღებთ ინტესტალის ტაბლეტებს Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ:
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.
- თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ,
- თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის. ასეთ შემთხვევაში, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტი: შავი ფერის განავალი.
ხშირი გვერდითი ეფექტი: ენის შავი ფერის შეფერილობა.
იშვიათი გვერდითი ეფექტი: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ანთება, წყლული.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: ჰემოფილია, მწვავე სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული, ჰემატომა. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიმპტომებია სისხლიანი ღებინება და შავი განავალი. ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, საშარდე გზებიდან და სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა. ხანგრძლივმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმის შეტევა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ცხვირის გაჭედვა, სურდო, გულის და სასუნთქი გზების მხრივ დარღვევები და ძალიან მძიმე შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე (ანაფილაქსიური შოკი) შეიძლება განვიტარდეს.
აღწერილია თავბრუსხვევა, ტინიტუსი და ყურებში შუილი, რაც შეიძლება დოზის გადაჭარბების სიმპტომები იყოს.
უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები: ქალასშიდა სისხლდენა - დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არანამკურნალევი ჰიპერტენზია ან ანტიკოაგულანტების პარალელური გამოყენება.
სისხლის წითელი უჯრედების დარღვევა (ჰემოლიზი) და ჰემოლიზური ანემია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ენზიმ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას (G6PD) მწვავე დეფიციტი.
ტრანსამინაზების მომატებული დონე (დაფიქსირდა სისხლის ანალიზით).
აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
შენახვის წესი:
- ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
- არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
შპს მედიტოპ ფარმაცევტიკალს (MEDITOP Pharmaceuticals Ltd.)
H-2097 Pilisborosjeno, Ady Endre u. 1.
უნგრეთი