პლაქვენილი ტაბლეტი 200მგ #60

პლაქვენილი ტაბლეტი 200მგ #60

ესპანეთი

სანოფი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hydroxychloroquine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დისტროფიული დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები → 4-ამინოქინოლონის წარმოებულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი...................200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი..........................................30 მგ
პოვიდონ K25...........................................................................2 მგ
სიმინდის სახამებელი...................................................66 მგ
მაგნიუმის სტეარატი........................................................2 მგ
გაწმენდილი წყალი საკმარისი რაოდენობით.
სულ 300 მგ.
ტაბლეტის გარსი Opadry OY-L-28900 - 14.6 მგ, რომელიც შეიცავს:
ჰიდრომელოზა..................................................................4.09 მგ
ტიტანის ორჟანგი........................................................3.80 მგ
მაკროგოლ 4000..........................................................1.46 მგ
ლაქტოზას მონოჰიდრატი......................................5.25 მგ
გაწმენდილი წყალი საკმარისი რაოდენობით.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მალარიის საწინააღმდეგო და ამებიციდური პრეპარატი, იმუნოდეპრესანტი.

ჩვენებები
რევმატიული და დერმატოლოგიური ჩივილები:
- სისტემური წითელი მგლურა;
- დისკოიდური წითელი მგლურა;
- ახალგაზრდების ქრონიკული ართრიტი;
- მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ან კანის გამწვავებული დაავადებები.
მალარია:
- მწვავე შეტევების მკურნალობა და მალარიის პროცესის დათრგუნვა, გამოწვეული Plasmodium vivax, P. ovale და P. malariae-ით, აგრეთვე P. falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით;
- P. falciparum-ის მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მალარიის რადიკალური მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი
პლაქვენილს იღებენ მხოლოდ პერორალურად ჭამის დროს ან რძესთან ერთად.
რევმატიული დაავადებები
პლაქვენილი ორგანიზმში განიცდის კუმულაციას, რის გამოც სასურველი სამკურნალო ეფექტის მისაღებად აუცილებელია რამოდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ 6 თვის განმავლობაში ავადმყოფის ობიექტური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.
რევმატიული ართრიტი: მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 400-600 მგ-ს დღეში. შემანარჩუნებელი დოზა _ 200-400 მგ დღეში.
ახალგაზრდების ქრონიკული ართრიტი: ამ დროს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6.5 მგ/კგ წონაჟზე ან 400 მგ-ს დღეში. ამავე დროს წარმოებს უმცირესი დოზის შერჩევა.
სისტემური და დისკოიდური წითელი მგლურა: მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს დღეში. შემანარჩუნებელი დოზა _ 200-400 მგ დღეში.
ფოტოსენსიბილიზაცია: მკურნალობის პროცესში საჭიროა სინათლის მაქსიმალური ექსპოზიციის პერიოდებისაგან თავის დაცვა.
მალარია
მალარიის მკურნალობა: მოზრდილებში ინიშნება 400 მგ კვირის ერთსა და იმავე დღეს.
ახალშობილებში ყოველკვირეული სამკურნალო დოზა შეადგენს 6.5 მგ/კგ წონაზე, მაგრამ სხეულის წონისაგან დამოუკიდებლად იგი არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთა დოზას.
ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია “ჩამხშობი” მკურნალობის დაწყება 2 კვირით ადრე, თუმცა სხვა შემთხვევებში მოზრდილებს შესაძლებელია დაენიშნოს პრეპარატის გაორმაგებული დოზით მკურნალობა 800 მგ, და ბავშვებს _ 12.9 მგ/კგ წონაზე (მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს), დღეში 2 მიღებაზე 6 თვიანი ინტერვალით. აღნიშნული მკურნალობა ტარდება 8 კვირის განმავლობაში ენდემიური კერის დატოვების შემდეგ.
მალარიის მწვავე შეტევების მკურნალობა: მოზრდილებში ინიშნება 800 მგ, 400 მგ ყოველ 6 სთ-ში ან 8 სთ-ში, შემდგომში 400 მგ მომდევნო 2 დღის განმავლობაში (სულ 2 გ პლაქვენილი).
ალტერნატიული მკურნალობის მეთოდად ითვლება აგრეთვე ეფექტური ერთჯერადი დოზა 800 მგ.
ახალშობილებში საერთო დოზა შეადგენს 32 მგ/კგ წონაზე (მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს), რომელიც ინიშნება 3 დღის განმავლობაში შემდეგი თანმიმდევრობით:
პირველი დოზა _ 12.9 მგ/კგ წონაზე (მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს ერთჯერად 800 მგ-იან დოზას).
მეორე დოზა _ 6.5 მგ/კგ წონაზე (არა უმეტეს 400 მგ) 6 სთ-ის შემდეგ პირველი დოზის მიღებიდან.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ქლოროქინი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი