/images/logo_ka.svg
ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 5გრ ტუბი #1
ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 5გრ ტუბი #1

ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 5გრ ტუბი #1

ვიეტნამი

მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი

ტეტრაციკლინის მალამო გამოიყენება კონიუნქტივიტის, კერატიტის, ბლეფარიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის, კერატოკონიუნქტივიტის, მეიბომიტის (ჰორდეოლუმი), ტრაქომას დროს.

პროდუქტის შესახებ

ტეტრაციკლინი მალამო თვალის 1% 5გრ ტუბი

შემადგენლობა:

​ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 5 გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდზე გადაანგარიშებით - 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ვაზელინს, მყარ პარაფინს, ლანოლინს;


გამოყენების ჩვენებები:

ქლამიდიოზით გამოწვეული თვალის ინფექციები: ტრაქომა;
პრეპარატი გამოიყენება ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით (მათ შორის ქლამიდიის) გამოწვეული თვალის სხვა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კონიუნქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჰორდეოლუმი), ტრაქომა.

მიღების წესი და დოზები:

ადგილობრივად.
მალამოს ზოლს 0,5-დან 1 სმ-მდე დებენ ქუთუთოს უკან:

  • ბლეფარიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს: 3-4-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში;
  • კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის დროს: 2-3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. თუ 3-5 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, უნდა მიმართოთ ექიმს;
  • მეიბომიტის (ჰორდეოლუმის) დროს: ღამით, ანთების სიმპტომების გაქრობამდე;
  • ტრაქომის დროს: ყოველ 2-4 საათში ან უფრო ხშირად 1-2 კვირის განმავლობაში. ანთებითი პროცესი ჩაცხრობისას, პრეპარატი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. ტრაქომის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1-2 თვე.


უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ,
  • ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა,
  • ორსულობა,
  • ძუძუთი კვება,
  • ბავშვის ასაკი (8 წლამდე).


გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას:

პაციენტებისთვის, რომლებიც აპლიკაციის შემდეგ დროებით კარგავენ მხედველობის მკაფიოობას, არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ მოწყობილობასთან, რომელიც მოითხოვს მხედველობის მკაფიოობას სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ.


შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მედიფარკო ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი
დოზა
1%
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat