წამლის ფორმა: თვალის წვეთები. აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ტაურინი 0,04 გ დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
პრეპარატის ათქ კოდი: S01XA21
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თვალის პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატები. მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი პრეპარატები.გამოყენების ჩვენებები - ბადურის დისტროფიული ცვლილებები; - თვალის თანდაყოლილი ტაპეტორეტინალური დეგენერაცია; - რქოვანას დისტროფია და ტრავმები (რეპარაციული პროცესების სტიმულაციის მიზნით); - სხვადასხვა წარმოშობის კატარაქტა (მოხუცებულობის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური); - გლაუკომა (აძლიერებს თიმოლოლის მოქმედებას).
უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა ტაურინის მიმართ.
გვერდითი მოქმედება შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები
მიღების წესი და დოზები მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. პრეპარატ ბესტოქსოლს აწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, თუ ექიმის მიერ დოზირების სხვა რეჟიმი არ არის მითითებული. კატარაქტის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-3 წვეთი 2-4-ჯერ ყოველდღიურად 3 თვის განმავლობაში. კურსი მეორდება ერთ თვიანი ინტერვალით. ტრავმების დროს – გამოიყენება ამავე დოზით ერთი თვის განმავლობაში. გლაუკომის დროს – გამოიყენება ინსტილაციების სახით 2-ჯერ დღეში თიმოლოლის ჩაწვეთამდე 20-30 წუთით ადრე. ტაპეტორეტინალური აბიოტროფიების და ბადურის სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების დროს – შეყავთ კონიუნქტივის ქვეშ 4%-ანი ხსნარის 0.3 მლ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსს იმეორებენ 6-8-თვის შემდეგ.გამოყენება პედიატრიაში, ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე ბავშვებში, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს.
გამოშვების ფორმა: ბესტოქსოლი თვალის წვეთების 10 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.