ტეტრაციკლინის მალამო გამოიყენება კონიუნქტივიტის, კერატიტის, ბლეფარიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის, კერატოკონიუნქტივიტის, მეიბომიტის (ჰორდეოლუმი), ტრაქომას დროს.
ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 5 გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდზე გადაანგარიშებით - 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ვაზელინს, მყარ პარაფინს, ლანოლინს;
ქლამიდიოზით გამოწვეული თვალის ინფექციები: ტრაქომა;
პრეპარატი გამოიყენება ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით (მათ შორის ქლამიდიის) გამოწვეული თვალის სხვა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კონიუნქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჰორდეოლუმი), ტრაქომა.
ადგილობრივად.
მალამოს ზოლს 0,5-დან 1 სმ-მდე დებენ ქუთუთოს უკან:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.
პაციენტებისთვის, რომლებიც აპლიკაციის შემდეგ დროებით კარგავენ მხედველობის მკაფიოობას, არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ მოწყობილობასთან, რომელიც მოითხოვს მხედველობის მკაფიოობას სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.