/images/logo_ka.svg
უნიკლოფენი წვეთები თვალის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
უნიკლოფენი წვეთები თვალის 0.1% 10მლ ფლაკონი #1

უნიკლოფენი წვეთები თვალის 0.1% 10მლ ფლაკონი #1

სლოვაკეთი

უნიმედ ფარმა

პროდუქტის შესახებ
დასახელება - უნიკლოფენი 0.1% 10მლ თვ.წვეთები

ჩვენებები
უნიკლოფენი 0,1% ხსნარი გამოიყენება თვალისათვის. მისი აქტიური ნივთიერება დიკლოფენაკ ნატრიუმი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არაინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთებისას, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეული უმნიშვნელო ტრამვებისას, ფოტოფობიისა და ულტრაიისფერი (UV) რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების მკურნალობისათვის.
უნიკლოფენის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ოპერაციისწინა მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის შევიწროების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემისა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.

მიღების წესი და დოზირება
უნიკლოფენი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისი სიზუსტით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უფროსები- თვალის არაინფიცირებული ანთების დროს, ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს, გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი ინტერვალებით).

2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის
თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ, უნიკლოფენის მიღებამდე ლინზები უნდა ამოიღოთ. ლინზების თვალში მოთავსება შესაძლებელია პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ.
უკუჩვენება
უნიკლოფენი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• დიკლოფენაკ ნატრიუმის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (მომატებული მგრძნობელობის) დროს;
• აცეტილსალიცის მჟავას მიღებასთან დაკავშირებული ასთმის, ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) ან ცხვირის სისველის (მწვავე რინიტის) შემთხვევაში;
• ორსულობის ბოლო სამი თვე;
• 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: 0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიმედ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
0.1%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat