აბუსალათინის ზეთი /რიცინელა/ ხსნარი 30მლ ფლაკონი #1
აბუსალათინის ზეთი /რიცინელა/ ხსნარი 30მლ ფლაკონი #1

აბუსალათინის ზეთი /რიცინელა/ ხსნარი 30მლ ფლაკონი #1

ლატვია

რიგის ფარმაცევტული ქარხანა
პროდუქტის შესახებ
აბუსალათინის ზეთი, შიგნით მისაღები ხსნარი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი (Ricini oleum).
დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს სხვა დამხმარე ნივთიერებებს.

ჩვენება: აბუსალათინის ზეთის აქტიური ნივთიერება - რიცინოლის მჟავას ტრიგლიცერიდი
ასტიმულირებს წვრილ ნაწლავს. აბუსალათინის ზეთის მთლიანი დოზის მიღება 2-6 საათის განმავლობაში იწვევს კუჭის მოქმედებას ერთჯერ ან ორჯერ უხვი, ნახევრად თხევადი
ფეკალური მასებით. აბუსალათინის ზეთი ნაჩვენებია ფუნქციური ყაბზობისთვის. ამ მიზეზით ის გამოიყენება, როდესაც სასწრაფოდ არის სასურველი ნაწლავების დაცლა: რადიოლოგიურ გამოკვლევამდე, ოპერაციამდე ან მშობიარობამდე.

უკუჩვენება: არ გამოიყენება მუცლის ტკივილის, ნაწლავების ობსტრუქციის, გულისრევის ან
ღებინების დროს. პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრეპარატი, თუ მას აღენიშნება ნაღვლ-
კენჭოვანი დაავადება, სანაღვლე არხების ოკლუზია, ქრონიკული ყაბზობა, სისხლდენა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან საშვილოსნოდან. არ შეიძლება ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად გამოყენება (A,D,E,K). არ გამოიყენება ორსულობის დროს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, რადგან
შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს ფაღარათი. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის
გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: არ გამოიყენება მამრობითი გვიმრის ექსტრაქტის საშუალებით სოლიტერის გამორეცხვის დროს. ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად მიღებისას აბსორბცია მცირდება. ფაღარათი მოქმედებს აბსორბციაზე, ამიტომ სხვა პრეპარატების
მიღება რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის მიღებიდან 2-6 საათის შემდეგ.

სიფრთხილის ზომების დაცვა: აბუსალათინის ზეთი გამოიყენება მცირე ხანგრძლივობის
ფუნქციური ყაბზობის დროს. ხანგრძლივად გამოყენებისას აბუსალათინის ზეთის ეფექტი
მცირდება. ბავშვების ნაწლავები უფრო მგრძნობიარეა აბუსალათინის მიმართ და
არსებობდეს დეჰიდრატაციის განვითარების რისკი. ბავშვებში აბუსალათინის ზეთი
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მისი მიღება მანქანის ან მექანიზმების მართვის წინ არ არის რეკომენდებული, რადგან დეფეკაციის დაწყების დრო მერყეობს 2-6 საათამდე.

დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად. ფაღარათის დროს რეკომენდებულია
შემდეგი დოზები: 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 სავსე ჩაის კოვზი; 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 სავსე დესერტის კოვზი; მოზრდილებში და ხანდაზმულებში- 1 - 2 სავსე
სუფრის კოვზი; ღამის ძილის დარღვევის გამო რეკომენდებულია პრეპარატის დილით
მიღება.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომებია: გულისრევა, კოლიკა, ძლიერი ფაღარათი.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, კოლიკა, ძლიერი ფაღარათი, დისპეპსია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი: ას ,,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”, რიგა, ლატვია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რიგის ფარმაცევტული ქარხანა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
აბუსალათინის ზეთი
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი