/images/logo_ka.svg
ალფა ნორმიქსი ტაბლეტი 200მგ #12

ალფა ნორმიქსი ტაბლეტი 200მგ #12

იტალია

ალფასიგმა

გამოიყენება რიფაქსიმინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების მკურნალობის დროს.

პროდუქტის შესახებ

ალფა ნორმიქსი ტაბლეტი 200მგ

შემადგენლობა:

​თითო გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: რიფაქსიმინი – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გლიცერინის დისტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E171, ნატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, წითელი რკინის ოქსიდი (E 172)


გამოყენების ჩვენებები:

რიფაქსიმინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების მკურნალობა, მათ შორის:

  • კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციები;
  • მოგზაურის დიარეა;
  • ნაწლავში მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის სინდრომი;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
  • მსხვილი ნაწლავის სიმპტომური გაურთულებელი დივერტიკულური დაავადება;
  • ნაწლავის ქრონიკული ანთება.
  • ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა კოლორექტალური ქირურგიის დროს.


უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, რიფამიცინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ნაწლავის გაუვალობის შემთხვევები. რიფაქსიმინი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში დიარეით, გართულებული ცხელებით ან განავალში სისხლის შემთხვევაში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ალფა ნორმიქსის გამოყენება:

ორსულობა:
ორსულ ქალებში რიფაქსიმინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა გარდამავალი გავლენა ნაყოფის ოსიფიკაციაზე და ჩონჩხის ვარიაციებზე. ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა ადამიანებში უცნობია.
როგორც სიფრთხილის ზომა, ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული რიფაქსიმინის გამოყენება.

ძუძუთი კვება / ლაქტაცია:
უცნობია, გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი / მეტაბოლიტები დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისათვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს.
მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან რიფაქსიმინით თერაპიის შეწყვეტის / თავის შეკავების შესახებ, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისათვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე/ფერტილობაზე.


გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა/დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

კლინიკურ კონტროლირებად კვლევებში აღინიშნა თავბრუსხვევა და ძილიანობა. თუმცა, რიფაქსიმინს ახასიათებს უმნიშვნელო ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა/დანადგარებთან მუშაობის უნარზე

დოზირება და მიღების წესი:

ზრდასრულებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, პრეპარატი გამოიყენება 200 მგ (1 გარსით დაფარული ტაბლეტი) ყოველ 8 საათში ან 400 მგ (2 შემოგარსული ტაბლეტი) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში, დოზისა და მიღების სიხშირის შეცვლა შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს და უნდა განისაზღვროს პაციენტების კლინიკური მდგომარეობით. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის მეორე კურსი უნდა ჩატარდეს არა უადრეს 20-40 დღისა. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური სტატუსის მიხედვით.

მიღების წესი:

პერორალურად, ჭიქა წყალთან ერთად.
რიფაქსიმინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექტირება საჭირო არ არის, რადგან ალფა ნორმიქსის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემების განსხვავება ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ გამოვლენილა.

ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

თირკმლის უკმარისობა:
მიუხედავად იმისა, რომ დოზის კორექცია საჭირო არ არის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

პედიატრიული პოპულაცია:
რიფაქსიმინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.


შენახვის პირობები:

შენახვის ტემპერატურა არ უმეტეს 30oC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალფასიგმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რიფაქსიმინი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
12
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat