ალკა-ზელტცერი გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო დონის ტკივილის, ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის დროს.
მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსალიცილის მჟავა 324მგ
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი 25, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის არომატიზატორი, ლაიმის არომატიზატორი, დიმეტიკონი, კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი.
მსუბუქიდან საშუალო დონის ტკივილის დროს.
ორგანიზმის მომატებული ტემპერატურა.
ყურადღება მიაქციეთ - გამოყენების ჩვენებები ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ. დანაყოფი ,,უსაფრთხოების ზომები“).
გახსენით ტაბლეტი/ტაბლეტები ჭიქა წყალში და დალიეთ.
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს (2, 592გ). აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზის მიღება შეიძლება 4-8 საათიანი ინტერვალით დღე-ღამეში 3-ჯერამდე.
ხანდაზმულებისთვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, უფრო ძლიერი ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში იღებენ 2 ტაბლეტს. ორივე შემთხვევაში, აუცილებლობისას, შეიძლება მიღების განმეორება, მაგრამ არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალისა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და 3 დღეს - როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
არაუმეტეს 25o C-ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.