პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - დეჰიდროეპიანდროსტერონი
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს (დეჰიდროეპიანდროსტერონი) დჰეა 25მგ. 25მგ ბიოსტერონის ტაბლეტი შეიცავს: უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარელოლის ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
ჩვენება: დჰეა-ს დეფიციტი შესაძლოა იყოს არასასურველი შედეგის მიზეზი ასაკის მატებასთან ერთად: მეხსიერების, ინტელექტუალური აზროვნების, კონცენტრაციის დაქვეითება; გუნება-განწყობის გაუარესება და დეპრესია; ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები, რაც დაკავშირებულია მენოპაუზასთან ქალბატონებში და ანდროპაუზასთან მამაკაცებში; სისუსტე კუნთებში, დაღლილობის განცდა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; სტრესის მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება; სექსუალური აქტივობისა და ლიბიდოს დაქვეითება; სიმსქუნე, მგრძნობელობის დაქვეითება ქსოვილებში ინსულინზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი. ათეროსკლეროზი; ძილის დარღვევა; ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება. დჰეა-ს (DHEA) დეფიციტის აღმოფხვრა ხელს უშლის ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებს და შედეგად აუმჯობესებს ასაკოვანი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
გამოყენება: ბიოსტერონი ინიშნება დეჰიდროეპიანდროსტერონის დეფიციტის დროს.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ბიოსტერონში შემავალი სუბსტანციის ან მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. თუ აღენიშნება ძუძუს-საკვერცხის სიმსივნე, ან ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნე. პროსტატიტის სიმსივნე, ძუძუს კიბო მამაკაცებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობა. თირკმელების მძიმე უკმარისობა. ორსულობისას და ლაქტაციის დროს.ბიოსტერონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად, რათა დაჩქარდეს მისი მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ან როდესაც არსებობს ეჭვი ორსულობაზე ან ორსულობის დაგეგმვისას, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ბიოსტერონი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ქალი ღებულობს ბიოსტერონს და დაორსულდა, მან უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და მიმართოს ექიმს.პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას: თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.
მიღების წესი: ბიოსტერონის მიღება, დილით, დჰეა-ს სეკრეციის ბუნებრივი რიტმის შესაბამისად, საუზმესთან ერთად, რათა მარტივად მოხდეს შეწოვა. დასაწყისისათვის, პრეპარატის დღიური მიღების დოზა ქალბატონებისთვის წარმოადგენს 5მგ-ს, ხოლო მამაკაცებისთვის 10მგ-ს. თავდაპირველი დოზა ნელნელა შესაძლოა გაიზარდოს (5მგ-დან 10-მგ-მდე ყოველ 2 კვირაში). მაქსიმალური დღიური დოზა ქალბატონებისათვის არის 25მგ, მამაკაცებისათვის-50მგ. მედიკამენტის მოქმედების შედეგი არ არის დაუყოვნებლივი და ეფექტი დგება მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, ამიტომაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია ხანგრძლივი მიღებისათვის. ბიოსტერონის მაქსიმალური დოზების გამოყენებისას, რაც არის 25მგ-ზე მეტი დღეში ქალბატონებისათვის და 50მგ-ზე მეტი მამაკაცებისათვის, აუცილებელია დჰეა-ს (DHEA) კონცენტრაციის რეგულარული შემოწმება სისხლში და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
ასაკოვანი პაციენტები: ასაკოვანი პაციენტებისათვის განკუთვნილია მედიკამენტის უფრო მაღალი დოზა, დჰეა-ს (DHEA) გამომუშავების დაბალის დონის გამო. თუმცა რეკომენდბულზე მაღალი დოზების მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ბავშვები და მოზარდები: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და მოზარდებში.შენახვის პირობები: მედიკამენტი ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ნესტისაგან დაცვის მიზნით, ბავშვებისაგან მიუღწეველ ადგილას. მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
2162
ჯენერიკი
დეჰიდროეპიანდროსტერონი