პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): Bისაცოდყლ
სამკურნალწამლო ფორმის აღწერა: ცილინდრულკონუსური ფორმის სანთლები,
თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერის მქონე. განივ განაკვეთზე დასაშვებია
ბუშტუკოვანი, ფოროვანი სიცარიელის და ძაბრისებური ჩაღრმავების არსებობა.
სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობა:
ერთი სანთელი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ბისაკოდილი – 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები – 1,0გ მასის
სანთლის მისაღებად საკმარისი რაოდენობა.
გამოშვების ფორმა: რექტალური სანთლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათე საშუალებები. კონტაქტური საფაღარათე საშუალებები.
ათქ კოდი: A06AB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბისაკოდილი – დიფენილმეთანის წარმოებული. ავლენს საფაღარათე, გაზგამყვან
მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის
ნერვული დაბოლოებების პირდაპირი სტიმულაციით, მსხვილ ნაწლავში
ლორწოს მომატებით, რაც იწვევს განავლის დარბილებას, მისი სრიალის
გაუმჯობესებას, დეფეკაციის აქტის ხელის შეწყობას, ასევე ნაწლავის
პერისტალტიკის დაჩქარებას და გაძლიერებას.
ფარმაკოკინეტიკა
ბისაკოდილი არ აბსორბირდება მსხვილი ნაწლავიდან და არ აღწევს ლაქტატში.
რექტალური გამოყენებისას გამოხატული საფაღარათე ეფექტი დგება საათის
(15-60 წუთი) განმავლობაში.
ჩვენებები
მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და სუსტი პერისტალტიკით გამოწვეული
ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში; ოპერაციის, მშობიარობის,
დიეტის შეცვლის შემდგომი ყაბზობა). კუჭის მოქმედების რეგულირება
ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების. მსხვილი ნაწლავის მომზადება
ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლეწვებისათვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავთა გაუვალობა, სპასტიკური ყაბზობა; ჩაჭედილი
თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები,
გაურკვეველი გენეზის მუცლის ტკივილი, პერიტონიტი, სისხლდენა საჭმლის
მომნელებელი ტრაქტიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, ცისტიტი, მწვავე
პროქტიტი, მწვავე ბუასილი, ჩვილთა ასაკი (1 წლამდეგამოყენების მეთოდი და დოზები
რექტალურად. მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ბავშვები – 10-20მგ
ბისაკოდილი (1-2 სანთელი) დღეში; ბავშვები 8-14 წლამდე – 10მგ (1 სანთელი)
დღეში, 2-7 წელი – 5მგ (1/2 სანთელი) დღეში. ოპერაციითვის მოსამზადებლად
საღამოს და დილას – 10მგ (1 სანთელი).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა,
ჰიპოაკალიემია, მსხვილი ნაწლავის ატონია. მკურნალობა: სიმპტომური.
გვერდითი მოქმედება და რეაქციები
ნაწლავური კოლიკა; დიარეა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია,
წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, კუნთური სისუსტის, კრამპების,
არტერიული ჰიპოტონიის განვითარება; ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15-25ძჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის
ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმეცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის
დანიშნულების გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
2997