ეუკარბონი ტაბლეტი #100

ეუკარბონი ტაბლეტი #100

ავსტრია

ფ.ტრენეკა
პროდუქტის შესახებ
აქტიური ნივთიერებები:

სენას ფოთლები (folium sennae)

რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei)

მცენარეული ნახშირი (carbo ligni)

გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum)
ჩვენებები:

ნაწლავის მოქმედების შენელება
ყველა ფორმის ყაბზობა
ფერმანტაციისა და ლპობის პროცესი ნაწლავში
მეტეორიზმი (იწვევს დიაფრაგვის აწევას)
შებერილობა
ნაწლავის ინტოქსიკაცია
ჰემოროიდული გენეზის ყაბზობა

თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ფესვის ექსტრაქტის, გასუფთავებული გოგირდის ან ეუკარბონის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
ნაწლავის ოკლუზიის დროს
ნაწლავის ანთების
უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს
წყლის და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას
თუ საეჭვოა კუჭის და ნაწლავის წყლული, აპენდიციტი.
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

ეუკარბონი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მკურნალი ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება განსხვავებული არ არის, ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან კვების შემდეგ. მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის საღამოს დოზა უნდა გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალ კონტეინერში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფ.ტრენეკა
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ნახშირი გააქტივებული+რევანდი+სინამაქი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი