/images/logo_ka.svg
გასტრობენე ორმაგი მოქმედება სუსპენზია ორალური 200მლ
გასტრობენე ორმაგი მოქმედება სუსპენზია ორალური 200მლ

გასტრობენე ორმაგი მოქმედება სუსპენზია ორალური 200მლ

ბულგარეთი

ვეტპრომი

პროდუქტის შესახებ
გასტრობენე ორმაგი მოქმედება

მოქმედი ნივთიერება 10 მლ-ში: ნატრიუმის ალგინატი 500 მგ, კალციუმის კარბონატი 325 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 213 მგ;
− სხვა ინგრედიენტები: კარბომერი 974P, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პიტნის არომატიზატორი (მენთოლისა და მალტოდექსტრინის არომატული ნივთიერებების ნარევი), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

მოცემული პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, კალციუმის კარბონატს და ნატრიუმის ჰიდროკარბონატს. კუჭის შიგთავსის ზედაპირზე ნატრიუმის ალგინატი ქმნის დამცავ ფენას (ატივია კუჭის ზედაპირზე), რომელიც ხელს უშლის შიგთავსის გადასვლას საყლაპავში, შესაბამისად კი იცავს მას მარილმჟავას და კუჭის წვენების გამაღიზიანებელი მოქმედებისგან. ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და კალციუმის კარბონატი ანეიტრალებს მარილმჟავას კუჭში. სამი მოქმედი ნივთიერების მოქმედების შედეგად იხსნება ტკივილი, წვა და დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ.
გასტრობენე გამოიყენება გულძმარვის, კუჭის მოუნელებლობის, საკვების მიღების შემდეგ კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლის, მათ შორის ეგრედ წოდებული რეფლუქს-ეზოფაგიტის შემსუბუქებისთვის და სამკურნალოდ.
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში მსგავსი ჩივილების დროს.
თუ 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.

რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები და 12 წლიდან ასაკის ბავშვები: 10-20 მლ ჭამის შემდეგ, 3-4-ჯერ დღე-ღამეში, პრეპარატის ბოლო დოზა მიიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 80 მლ-ს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ხანდაზმული პირები
პრეპარატის დოზირების ცვლილებები საჭირო არ არის.
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
პრეპარატის ყოველი მიღების წინ საჭიროა სუსპენზიის კარგად ჰომოგენიზირება, ფლაკონის ძლიერ შენჯღრევით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეტპრომი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის ალგინატი+კალციუმის კარბონატი+ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
ფორმა
სუსპენზია ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | გასტრობენე ორმაგი მოქმედება სუსპენზია ორალური 200