შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება თითოეულ სანთელში: 2.8 გ გლიცეროლი. ასევე შეიცავს ჟელატინს, გასუფთავებულ წყალს.
ჩვენებები: ხსნის შეკრულობას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
დოზირება და მიღების წესი: დაუშვებელია სანთლების შიგნით მიღება. საჭიროა ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ. გამოყენებამდე უნდა მოეხსნას დამცავი საფარი, მოიხეს ნაჭდევების მიხედვით ან მოიჭრას სანთლის გარშემო. სანთელი უნდა დასველდეს წყალში და შემდეგ მოთავსდეს სწორ ნაწლავში. მოზრდილებსა და ხანდაზმულებში საჭიროების მიხედვით გამოიყენება 1 სანთელი.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის გაღიზიანება და მუცლის არეში სპაზმები. რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, ბავშვები და ჩვილები.
განსაკუთრებული მითითებები: სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება გადაყლაპვა.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ან შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ლაქტაციას, პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. დაუშვებელია გლიცერინის სუპოზიტორიის გამოყენება ორსულობის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #12 4 გრ სანთელი.