მიკროოყნა გლიცეროლო-ზეტა /მოზარდ/ ხსნარი რექტალური 6.75გრ #6
მიკროოყნა გლიცეროლო-ზეტა /მოზარდ/ ხსნარი რექტალური 6.75გრ #6

მიკროოყნა გლიცეროლო-ზეტა /მოზარდ/ ხსნარი რექტალური 6.75გრ #6

იტალია

ზეტა ფარმაცეუტიცი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - glycerol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
ბავშვთა თითოეული მიკრო-ოყნა შეიცავს:
გლიცერინი 2,25 გრ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0,10 გრ; ბალბის თხევადი ექსტარქტი 0,10 გრ; სახამებელი 0,02 გრ; დისტილირებული წყალი.
მოზრდილთა თითოეული მიკრო-ოყნა შეიცავს:
გლიცერინი 6,75 გრ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0,30 გრ; ბალბის თხევადი ექსტარქტი 0,30 გრ; სახამებელი 0,06 გრ; დისტილირებული წყალი.

ჩვენებები
ყაბზობის მოკლევადიანი მკურნალობა კუჭნაწლავის სწრაფი და უმტკივნეულო გამორეცხვით.

მიღების წესები და დოზები
რექტალური მიღება
1-2 მიკრო-ოყნა 24 საათის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ორზე მეტი მიკრო-ოყნა თითო მიღებაზე, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
დოზირების დარეგულირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები უმთავრესად მდგომარეობს გლიცერინის დეჰიდრატაციულ მოქმედებაში. რექტალურად მიღების დროს შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
აცნობეთ თქვენს ექიმს გვერდითი ეფექტების შესახებ პრეპარატის გამოყენების დროს.

უკუჩვენება
ზემგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტებისა და შემადგენლობის მიმართ.
სასაქმებლებს აქვს უკუჩვენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი, გულისრევა, კუჭნაწლავის ობსტრუქციული პირღებინება ან სტენოზი.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაურკვეველი წარმოშობის რექტალური სისხლდენა, ან მომატებული გაუწყლოება.
ოყნების გამოყენება არიდებულ იქნას ისეთ პაციენტებში, რომლებიც იტანჯებიან მწვავე მტკივნეული სისხლმდენი ჰემმოროით.

განსაკუთრებული მითითებები
მიმართეთ ექიმს ძნელადსამკუნალო ყაბზობის შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება
გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოწვეულ იქნას მიკრო-ოყნის დოზის გადამეტებით.
დოზის გადამეტების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს თერაპიული დახმარება გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად. დაუყოვნებლივ მიიღეთ ისეთი ზომები რითაც აირიდებთ პრეპარატის შეწოვას და სასწარფოდ გამოიტანეთ წამალი ტანიდან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25% oC ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის სხივებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისია გამოშვების თარიღიდან 60 თვის განმავლობაში
მითითებული ვარგისიანობის თარიღი ეხება გაუხსნელ და სწორად შენახულ პაკეტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზეტა ფარმაცეუტიცი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
გლიცერინი
დოზა
6.75გრ
ფორმა
ხსნარი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი