ჰელი სტოპი ტაბლეტი #112

ჰელი სტოპი ტაბლეტი #112

რუსეთის ფედერაცია

ავა რუსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - bismuthate tripotassium dicitrate

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → წყლულის სამკურნალო საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბისმუტის ტრიკალიუმ დიციტრატი – 304.6 მგ ბისმუტის ოქსიდზე Bი2O3 - 120 მგ გადათვლით.

ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, მათ შორის Helicobacter pylori- თან ასოცირებული.
ქრონიკული გასტრიტი და გასტროდუოდენიტი გამწვავების ფაზაში, მათ შორის Helicobacter pylori - თან ასოცირებული.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს უპირატესად დიარეით.
ფუნქციური დისპეფსია, რომელიც არ არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დავაადებებთან.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი 120 მგ დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და ღამით, ან 2 ტაბლეტი 120 მგ დღეში 2-ჯერ.
4-12 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 8 მგ/კგ/დღე გადათვლით. ბავშვის სხეულის მასაზე დამოკიდებულების მიხედვით ნიშნავენ 1-3 ტაბლეტს დღეში (შესაბამისად 1-3 მიღება დღეში). ამასთან სადღეღამისო დოზა მეტნაკლებად ახლოს უნდა იყოს გადათვლით დოზასთან (8 მგ/კგ/დღე).
ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე 30 წუთით ადრე წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არის 4-8 კვირა. შემდეგი 8 კვირის განმავლობაში არ შეიძლება ბისმუტის შემცველი პრეპარატების მიღება. Helicobacter pylori - ის ერადიკაციისთვის მიზანშეწონილია დე-ნოლის მიღება სხვა ანტიბაქტერიულ საშულებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, კუჭის მოქმედების გახშირება, ყაბზობა. ეს გამოვლინებები არ არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო და ატარებს დროებით ხასიათს. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – ენცეფალოპათია, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ბისმუტის დაგროვებასთან.

უკუჩვენება
თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, პრეპარატის ინივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის მიღება 8 კვირაზე ხანგრძლივად. ასევე არ არის რეკომენდებული დადგენილი სადღეღამისო დოზების გადაჭარბება მოზარდებში და ბავშვებში. დე-ნოლით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბისმუტის შემცველი სხვა პრეპარატების მიღება. კურსის დამთავრებისას რეკომენდირებული დოზებით მკურნალობისას აქტიური მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია სისხლის პლაზამში არ აჭარბებს 3-58 მკგ/ლ-ს, ხოლო ინტოქსიკაცია შეიმჩნევა მხოლოდ 100 მკგ/ლ კონცენტრაციის ზევით.
დე-ნოლის მიღებისას ბისმუტის სულფიტის წარმოქმნის შედეგად შესაძლებლია განავლის გამუქება. ხანდახან აღინიშნება ენის უმნიშვნელო გამუქებაც.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავა რუსი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ბისმუტის ტრიკალიუმის დიციტრატი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
112
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი