ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L - ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში.
ჩვენებები: ჰიპერაზოტემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია. ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს - პრეკომა და კომა-კომპლექსურ თერაპიაში). მიღების წესი და დოზირება:
1 გრანულა (პაკეტი) გახსნილ 200 გ სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი) 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1-4 ამპულა გახსნილი 500 მლ საინფუზიო ხსნარში, მაქსიმალური სიჩქარე 5 გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.
უკუჩვენებები: თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100 მლ-ზე მეტი.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.