პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ademetionin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰეპატოპროტექტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
400მგ ლიოფილიზ. ფხვნილი ფლაკონი და 5მლ ამპულა გამხსნელი #5
400მგ ნაწლავში ხსნადი აბი #20
ლიოფილიზირებული ფხვნილის 1 ფლაკონი შეიცავს 760 მილიგრამ ადემეთიონინის 1,4-ბუტანდისულფონატს, რაც 400 მილიგრამ ადემეთიონინის კათიონს შეესაბამება; დამხმარე ნივთიერებები: 1 ამპულა გამხსნელი შეიცავს L–ლიზინს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, საინექციო წყალს;
1 ტაბლეტი შეიცავს 760 მილიგრამ ადემეთიონინის 1,4-ბუტანდისულფონატს, რაც 400 მილიგრამ ადემეთიონინის კათიონს შეესაბამება;
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიმეტაკრილატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტალკი, სიმეთიკონი, პოლისორბატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ლიოფილიზირებული ფხვნილი წარმოადგენს თეთრი ან მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებულ მასას, რომელიც უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს; გამხსნელი გამჭვირვალე სითხეა, რომლის ფერი უფეროდან მოყვითალო შეფერილობამდე მერყეობს და ამინის დამახასიათებელი სუნი აქვს; მომზადებული ხსნარი გამჭვირვალეა, უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს, ფერით კი ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე მერყეობს;
ტაბლეტები პრაქტიკულად თეთრი ფერისაა, აქვს ოვალური ფორმა, ბზარები ან ჩამონატეხები არ აღენიშნება, დაფარულია აპკისებრი გარსით.
ჩვენებები
_ ქრონიკული ჰეპატიტი;
_ ღვიძლშიდა ქოლესტაზი;
_ ღვიძლის ციროზი;
_ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
_ დეპრესიული სინდრომები;
_ აბსტინენციის სინდრომი.
მიღების წესები და დოზები
ლიოფილიზირებული ფხვნილი თანმხლებ გამხსნელში გახსნის შემდეგ გამოიყენება დღე-ღამეში 400 მგ დოზით, ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, 15-20 დღის განმავლობაში.
ტაბლეტები. მიიღემა 2-3 ტაბლეტი დღეში, დასალევად.
რეკომენდებულია, მკურნალობა დაიწყოს პრეპარატის პარენტერული შეყვანით და ტაბლეტის ფორმის პრეპარატის შემდგომი მიღებით გაგრძელდეს. თერაპიის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.
გამოყენების თავისებურებები.
ლიოფილიზირებულ ფხვილს უშუალოდ გაკეთების წინ, თანმხლებ სპეციალურ გამსხსნელში ხსნიან. ინტრავენური შეყვანა ხდება ძალიან ნელა. ფხვნილის ფერის შეცვლის შემთხვევაში მას აღარ იყენებენ.
გამხსნელის ამპულა რომ გავხსნათ, ის მარცხენა ხელში უნდა დავიჭიროთ (სურ. 1), მარჯვენა ხელის ცერი თითით ფერად წერტილს დავაწვეთ ისე, როგორც სურ. 2-ზეა ნაჩვენები.
ტაბლეტების გადაყლაპვა ხდება დაუღეჭავად. ჰეპტრალ-ის ტაბლეტები დაფარულია სპეციალური გარსით, რომელიც მხოლოდ ნაწლავში იხსნება, შედეგად, ადემეთიონინი თორმეტგოჯა ნაწლავში თავისუფლდება. აქტიური ნივთიერების უკეთესი შეწოვისათვის ტაბლეტებს ჭამათა შორის შუალედში იღებენ.
ჰეპტრალ-ის ტაბლეტების ამოღება ბლისტერიდან უშუალოდ დალევის წინ ხდება. ტაბლეტების ფერის შეცვლის შემთხვევაში მათი მიღებისაგან თავი უნდა შეიკავოთ.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს სერიოზული გვერდითი რეაქციები აღნიშნული არ არის. პრეპარატის მიღებისას დამოკიდებულება არ განვითარებულა. ძალიან იშვიათად, ზოგიერთ პაციენტში ჰეპტრალ-მა შესაძლოა დღე-ღამური რიტმის (ძილი-სიფხიზლე) დარღვევა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ძილის წინ სედაციური საშუალებების მიღება.
ტაბლეტების მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულძმარვა და უსიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიულ არეში, რომლებიც არასერიოზულ ხასიათს ატარებდა და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებდა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობების (ქოლესტაზი, ღებინება, რაც ორსულობას უკავშირდება) არსებობისას პრეპარატი შესაძლოა ორსულობის პერიოდში იქნას გამოყენებული, დედასა და ნაყოფზე რაიმე ზეგავლენის გარეშე. ბავშვები.
ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
20691
ბრენდი
ლაბ. ბიოლოჯისი იტალია
ფორმა
ფხვნილი ლიოფილიზირებული
შეფუთვა
ფლაკონი+გამხსნელი 5მლ