პროდუქტის შესახებ
დასახელება - Infa R - ინფა R
ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი და კოლიკის საწინააღმდეგო საშუალება , გამოიყენება დაბადების პირველი დღიდან .
შემადგენლობა : 30 ml Infa R შეიცავს : ლაქტობაცილუს რეუტერი (Lactobacillus Reuteri)- 1მილიარდ CFU* , სიმეთიკონი (Simeticone)- 2000mg , კამის ზეთი (Dill oil)- 0.5mg ,ცერეცოს ზეთ ( Fennel oil )- 0.25mg . *CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.
ლაქტობაცილა რეუტერი (Lactobacillus reuteri )
მდგრადია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების ზემოქმედებისადმი.L.Reuteri ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებასა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში, L.Reuteri არეგულირებს აირწარმოქმნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია),ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს.
სიმეთიკონი (Simeticone ) ცვლის აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ხდება მათი დაშლა. პროცესში გამოთავისუფლებული აირების შეწოვა შეიძლება მოხდეს ნაწლავის კედელში, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით, შედეგად მცირდება მუცლის შებერილობა, ქრება ტკივილი.
კამის ზეთი (Dill oil) , ცერეცოს ზეთ ( Fennel oil ) ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას,აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას,აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ის ასევე ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
დოზირება :
0-6 თვე - 0.5 მლ(10წვეთი ) X 4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე
6-12 თვე - 0.75 მლ(15წვეთი) X4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე
1წლიდან - 1 მლ (20წვეთი) X 4 ჯერ დღეში , ჭამამდე 15 წუთით ადრე , ან ექიმის მითითებით
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ .
ჩვენება :
• ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
• ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
• ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)
. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება
. ბოყინი, სლოკინი ,შეკრულობა/დიარეა
საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
წინააღმდეგჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
ინფა R წვეთები - 30 მლ. ბოთლში, თან ახლავს პიპეტი საზომი დანაყოფით .
შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 რC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მწარმოებელი : ჰონორ ფარმა, თურქეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
75850
ჯენერიკი
ლაქტობაცილუს რეუტერი+სიმეტიკონი+კამის ზეთი+ცერეცოს ზეთი