ნახშირი ტაბლეტი 250მგ  #10

ნახშირი ტაბლეტი 250მგ #10

რუსეთის ფედერაცია

ურალბიოფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Activated charcoal
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: შავი ფერის ტაბლეტები, ორივე მხრიდან თანაბრად ამობურცული გლუვი ზედაპირით;
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს გააქტივებულ ნახშირს 0,25 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სორბენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაადსორბირებელი საშუალება. გააჩნია დიდი ზედაპირული აქტივობა და სორბციის მაღალი უნარი. ამცირებს საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მეტალების მარილების, ალკალოიდებისა და გლიკოზიდების, სამკურნალო საშუალებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ გამოყოფას. იგი თავის ზედაპირზე ახდენს გაზების ადსორბციას.
გააქტივებულ ნახშირს ტაბლეტების ფორმით ფხვნილთან შედარებით ადსორბციის უფრო მცირე უნარი გააჩნია, მაგრამ გამოსაყენებლად იგი შედარებით მოსახერხებელია.

ფარმაკოკინეტიკა:
გააქტივებული ნახშირი არ აბსორბირდება, ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით კარგად გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენება:
დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილების მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:
მეტეორიზმის და დისპეფსიის დროს მოზრდილებში უნიშნავენ 1-დან 3 ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში. მოწამვლის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 20-30 გ მიღებაზე წყალში შეწონილი სახით (1-2 ჭიქა წყალზე). აღნიშნული დოზით პრეპარატი მიიღება აგრეთვე კუჭის ამორეცხვის მიზნით. მომატებული მჟავიანობისას 1-2 ტაბლეტი მიიღება 3-4-ჯერ დღეში. სწრაფი და გამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და მიღებულ იქნას შეწონილი სახით წყალში გახსნილი (0,5 ჭიქა წყალზე).
ამის გარდა, ინტოქსიკაციის დროს ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ნარევის სახით: ტაბლეტის 2 წილს უნდა დავუმატოთ 1 წილი მაგნიუმის ჟანგი და ტანინი (1 ჭიქა თბილ წყალში უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი შეწონილი ნარევი).

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ყაბზობა, დიარეა; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვიტამინოზი, საჭმლისმომნელებელ ტრაქტში საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია საჭმლისმომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების და კუჭიდან სისხლდენის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ადსორბირებული თვისებების გამო გააქტივებულმა ნახშირმა შეიძლება შეამციროს ერთდროულად მიღებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა.
ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები გააქტივებული ნახშირის ჭარბი დოზირების შესახებ.

გამოყენების თავისებურებანი:
თანმხლები ფარმაკოთერაპიის დროს გააქტივებული ნახშირი გამოიყენება 1-1,5 სთ-ით ადრე, ან სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ ასეთივე ინტერვალით მისი მაადსორბირებელი თვისების გამო.
გააქტივებული ნახშირის მიღების შემდეგ განავალი შავი ფერის ხდება.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ და იმ ნივთიერებებისაგან ან მასალებისაგან მოშორებით, რომლებიც უშვებენ ორთქლს და/ან გაზს. ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ურალბიოფარმი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ნახშირი გააქტივებული
დოზა
250მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი