ნორმიქსი ტაბლეტი 200მგ #12

ნორმიქსი ტაბლეტი 200მგ #12

იტალია

ალფასიგმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - რიფაქსიმი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რიფამიცინების ჯგუფი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ალფა ვასერმანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: Rifaximinum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
NORMIX 200 მგ-იანი გარსით დაფარული აბები
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

Normix შეიცავს აქტიურ ნივთიერებას Rifaximina -ს. რიფაქსიმინი არის ნაწლავური ბაქტერიების წინააღმდეგ სამკურნალო ეფექტური ანტიბიოტიკი.
Normix -ი გამოიყენება მოზარდებსა და მოზრდილებში (12 – 18 წლის ასაკის) შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ნაწლავური ინფექციები;

- მწვავე დიარეა;

- ნაწლავის მიკრობული ფლორის დაკარგვით გამოწვეული დიარეა მაგალითად:

- ზაფხულის დიარეა;

- მოგზაურის დიარეა;

- ენტეროკოლიტი (წვრილი და მსხვილი ნაწლავის დარღვევები);

- საყლაპავი მილის ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული წინასწარი და პოსტოპერაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად;

- ჰიპერამონემიის დამხმარე სამკურნალო პრეპარატი (მდგომარეობა ხასიათდება სისხლში ამიაკის გადაჭარბებული შემცველობით).
ბავშვები

რიფაქსიმინით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. ასევე შეუძლებელია რჩევის მიცემა დოზირებაზე 12 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ორსულობა
ნორმიქსის გამოყენება რეკომენდირებული არაა ორსულობის დროს.

პრეპარატის გამოყენება მოზარდებსა და მოზრდილებში (12-18 წელი)
ნაწლავური ინფექციებისა და დიარეის სამკურნალოდ.
გარდა ექიმის განსაკუთრებული დანიშნულებისა, რეკომენდირებული დოზაა 1 ტაბლეტი ყოველ 6 საათში.
მკურნალობა ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ.
გარდა ექიმის განსაკუთრებული დანიშნულებისა, რეკომენდირებული დოზაა 2 ტაბლეტი ყოველ 12 საათში.
ჰიპერამონემიის დამატებითი თერაპია
გარდა ექიმის განსაკუთრებული დანიშნულებისა, რეკომენდირებული დოზაა 2 ტაბლეტი ყოველ 8 საათში.

გვერდითი მოვლენების ნიშნები
საერთო გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
• მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (გაზები), ყაბზობა, დიარეა, კუჭის სწრაფი მოქმედება, გულისრევა, ღებინება, კუჭის მოქმედების მოჩვენებითი სიმპტომები.
თუ თავს იჩენს ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ან გართულდება, ან შეამჩნევთ რაიმე სახის გვერდით მოვლენებს, რომელიც ინსტრუქციაში არაა მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება შეგიძლიათ პირდაპირ გააკეთოთ ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: http://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili
მიუთითეთ გვერდითი მოვლენები, პრეპარატის უსაფრთხოებაზე ისინი თქვენ მოგაწვდიან მეტ ინფორმაციას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალფასიგმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რიფაქსიმინი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი