პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - diastase+papain+simethicone+charcoal+PP
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
უნიენზიმი MPS
შემადგენლობა:
თითოეული შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
სოკოვანი დიასტაზა (1:800) 20 მგ
პაპაინი აშშფ 30 მგ
სიმეტიკონი აშშფ 50 მგ
აქტივირებული ნახშირი ბფ 75 მგ
ნიკოტინამიდი ბფ 25 მგ
ჩვენებები:
საჭმლის მონელების ისეთი დარღვევების სიმპტომური შემსუბუქება, რომლებიც გამოხატულია დისპეფსიით, შებერვით, ბოყინით, მეტეორიზმით, აბდომინალური დისკომფორტით, ან აბდომინალური სისავსის შეგრძნებით მაგალითად საჭმლის მონელების დარღვევით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
აქტივირებული ნახშირი უკუნაჩვენებია როდესაც ხდება სპეციფიური ანტიდოტების გამოყენება (მეთიონინი).
ნიკოტინმჟავა უკუნაჩვენებია ღვიძლის დისფუნქციის და აქტიური პეპტიკური წყლულის დროს.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
აქტივირებულმა ნახშირმა შეიძლება ფეკალური მასები შეღებოს შავად.
აქტივირებული ნახშირი ამცირებს იპეაკაკუანას და სხვა ემეტიკების მოქმედებას, როდესაც ხდება მათი მიღება ერთდროულად ორალურად.
აქტივირებულ ნახშირს აქვს პოტენციალი შეამციროს ბევრი პრეპარატის აბსორბცია გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და ამის გამო თავიდან უნდა იქნას აცილებული თანმხლები ორალური მკურნალობა. ამის გამო პრეპარატი ინიშნება სხვა პრეპარატების მიღებამდე 2 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ.
ნიკოტინამიდის დიდი დოზებით დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ სიყვითლე, ღვიძლის დაავადება ან შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შეიძლება არსებობდეს მიოპათიის ან რაბდომიოლიზის გაზრდილი რისკი, როდესაც ხდება ნიკოტინმჟავის სტატინებთან ერთად გამოყენება.
ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ინსულინზე ან ორალურ ჰიპოგლიკემიკებზე.
გვერდითი რეაქციები:
შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული/მომატებული მგრძნობელობის ან იდიოსინკრიზიული რეაქციები.
ნიკოტინმჟავის მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა გაწითლება, ქავილი, გასტროინტესტინალური ტრაქტის დისტრესი, პეპტიკური წყლულის აქტივაცია, გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი დიარეა, სიცხის შეგრძნება, კანის გამონაყარი, მშრალი კანის ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება, ჰიპოტენზია, გარდამავალი თავის ტკივილი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია და სხვა კარდიალური არითმიები, შემცირებული გლუკოზური ტოლერანტობა.
თუმცა ეს ეფექტები არის გარდამავალი და შეიძლება გაქრნენ მკურნალობის შეწყვეტით.
დოზირება და მიღების წესები
ერთი ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით
ჭარბი დოზირება და მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია უნიენზიმ MPS გამოყენებასთან. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია შემანარჩუნებლი და სიმპტომატური მკურნალობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
3863
ჯენერიკი
სოკოვანი დიასტაზა+პაპაინი+სიმეტიკონი+ნაქხშირი აქტივირებული+ნიკოტინამიდი