/images/logo_ka.svg
ზოლიუმი ტაბლეტი 40მგ #28

ზოლიუმი ტაბლეტი 40მგ #28

იტალია

ლანოვა ფარმაცუტიცი

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 40მგ პანტოპრაზოლი ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ფუძე ბუტილ მეტაკრილატის კოპოლიმერი (Eudragit E PO), კალციუმის სტეარატი. საფარი: Opadry white OY-D-7233 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი, მაკროგოლი 400, ნატრიუმის ლაურილ სულფატი). ნაწლავში ხსნადი გარსი: Kollicoat (კოლიკოატი) MAE 30 DP, ყვითელი (მეტაკრილის მჟავა ეთილკრილატის დისპერსიული კოპოლიმერი, პროპილენგლიკოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი).

ჩვენებები: გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, ეროზიული და არაეროზიული; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; ასპირაციის პროფილაქტიკა ანესთეზიის შემთხვევაში; ბარეტის საყლაპავი; დისპეფსია, ფუნქციური (იდიოპათიური ან არაწყლულოვანი); ეოზინოფილური ეზოფაგიტი; ჰელიკობაქტერია პილორის ერადიკაცია; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ასოცირებული წყლული, პირველადი პრევენცია; პეპტიური წყლულოვანი დაავადება, შემანარჩუნებელი თერაპია-მეორეული პრევენცია; პეპტიური წყლულოვანი დაავადება, გაურთულებელი, გართულებული ან სისხლმდენი წყლულის მკურნალობა; სტრესული წყლულის პროფილაქტიკა კრიტიკული დაავადების დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი, ანგიოედემა, ბრონქოსპაზმი, მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ურტიკარია) პანტოპრაზოლის, სხვა ბენზიმიდაზოლების ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ; რილპივირინთან ერთად გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება: ზოლიუმი მიიღება შიგნით ანუ ორალურად მთლიანად სითხის მიყოლებით ჭამამდე, ჩვეულებრივ საუზმის წინ. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან გატეხვა. დღეში ორჯერადი მიღების შემთხვევაში პრეპარატის მეორე დოზის მიღება რეკომენდებულია ვახშმის წინ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შესაძლებელია გამოყენება ორსულობის პერიოდში გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სამკურნალოდ. პანტოპრაზოლით მკურნალობა შეთავსებადია ლაქტაციასთან.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლანოვა ფარმაცუტიცი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
პანტოპრაზოლი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat