ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური მკურნალობა; კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობა, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ თუ ხელოვნურ მენოპაუზას (გამოწვეული ქირურგიული ჩარევის შედეგად). მიღების წესები და დოზირება:
დივიგელი - გელი ტრანსდერმული გამოყენებისთვის, გამოიყენება ხანგრძლივად ციკლური მკურნალობისათვის. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1.0 მგ ესტრადიოლს (შესაბამიისად 1.0. გ გელი). თუმცა საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებულია გამოვლენილ სიმპტომებზე, კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება დოზის შეცვლა 2-3 ციკლის შემდეგ ინდივიდუალურად 0.5გ. - 1.5 გ-მდე დღეში. რაც შეასაბამება 0.5გ.-1.5 მგ-მდე ესტრადიოლს დღე-ღამეში. რეკომენდებულია, რომ პაციენტებს"ინტაქტური"საშვილოსნოთი დივიგელით მკურნალობისას ყოველ ციკლში 10-12 დღის განმავლობაში დაენიშნოს გესტაგენი (მაგ., მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთისტერონი, ნორეთისტერონის აცეტატი ან დიჰიდროგესტერონი).
გესტაგენით მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ ვლინება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. რიგგარეშე და/ან გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. პაციენტებს მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ციკლი შეიძლება გაუხანგრძლივდეთ 3 თვემდე.
ჩვეულებრივ, გელს იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ სუფთა კანზე მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილში, ასევე წელის არეში, მხრებზე, წინამხრებზე და/ან რიგ-რიგობით მარჯვენა და მარცხენა დუნდულოზე, რათა ყოველდღიურად შეიცვალოს აპლიკაციის ადგილი, რომელიც უნდა იყოს 1-2 ხელის გულის ფართობის. გელის აპლიკაციის შემდეგ საჭიროა გელის შეშრობა (2-3 წუთი).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის წასმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არა უგვიანეს 12 სთ-სა, დანიშნულებისამებრ მისი წასმის შემდეგ. თუკი უკვე გავიდა 12 სთ, მაშინ დივიგელის გამოყენება უნდა გადავადდეს სხვა დროისათვის. პრეპარატის არარეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 50C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.