პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი ჩვენებები: ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:
დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა; ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში; კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში); ენდომეტრიო; ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა; ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე; ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.
დოზირება: ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უკუჩვენებები: * უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.
* არტერიული ჰიპერტენზია.
* ღვიძლის უკმარისობა.
* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.
* მორეციდივე აბორტი.
* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).
* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ. ლაქტაცია: გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს. ბავშვებში: არ არის რეკომენდირებული. ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გაცემა: პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით