პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ესტრადიოლის ვალერატი (Estradiol Valerate) USP 2მგ.
ჩვენებები: ესტრადიოლის ვალერატის ტაბლეტები ინიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის (HRT) დროს პრე-,პოსტ-მენოპაუზასა და შემდგომ პერიოდში, როდესაც სახეზეა ესტროგენის დეფიციტი. ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, სადაც არის მოტეხილობის მაღალი რისკი და რომლებიც არატოლერანტულნი არიან ან ავლენენ უკუჩვენებას ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.
რეკომენდირებული დოზა: ესტრადიოლი წარმოადგენს ესტროგენს. ესტრადიოლის ერთი 2მგ-იანი ტაბლეტი ყოველდღიურად მიიღება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ დღის რა მონაკვეთში მიიღებს მას პაციენტი, მაგრამ უკვე ერთხელ შერჩეული კონკრეტული დრო მან შემდგომ მკაცრად უნდა დაიცვას დღიური მიღებისას. მკურნალობა უწყვეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეკვრის დასრულებისას დაუყონებლივ აგრძელებს მეორე პაკეტის მიღებას შესვენების გარეშე.
მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის დაწყებისა და გაგრძელების მიზნით გამოყენებულ უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ხანგრძლივი მიღებისთვის. მენოპაუზის სიმპტომების კონტროლი უნდა დაიწყოს 1მგ. ესტრადიოლის მიღებით; საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას 2მგ ესტრადიოლი. მას შემდეგ, რაც დაინიშნება მკურნალობა, გამოყენებულ უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა-ის, რაც აუცილებელია სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
პოსტმენოპაუზისას ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით, დღიურად მიიღება ესტრადიოლის თითო 2მგ-ინი ტაბლეტი.
ინტაქტურ საშვილოსნოს მქონე ქალებში პროგესტოგენს უნდა დაემატოს ესტრადიოლი ყოველი თვის ბოლო 12-14 დღის განმავლობაში-28 დღიანი ციკლი. ჰისტერექტომიის მქონე ქალებში არ არის რეკომენდებული აღნიშნული დამატება, თუ მანამ არ იყო დასმული ენდომეტრიოზის დიაგნოზი.
როგორ უნდა დაიწყონ 2მგ ესტრადიოლის ტაბლეტების მიღება: იმ შემთხვევაში, თუ ქალს ინტაქტური საშვილოსნო აქვს და მას კვლავ აღენიშნება მენსტრუაცია, სისხლდენის პირველ დღეს, ესტროგენის ფაზიდან დაწყებული, უნდა დაინიშნოს ესტრადიოლისა და პროგესტოგენის კომბინირებული რეჟიმი; თუ მენსტრუალური პერიოდი იშვიათია ან თუ დადგენილია ამენორეა, შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, რა დროსაც ორსულობა გამოირიცხება.
უწყვეტი კომბინირებულ HRT პროდუქტზე გადასვლისას ესტრადიოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დღეს.
ციკლური ან უწყვეტი თანმიმდევრული HRT-ის სქემიდან გადასვლისას საჭიროა ჯერ დასრულდეს ციკლი, ხოლო შემდეგ შეიცვალოს ესტრადიოლით მკურნალობის მანძილზე შესვენების გარეშე.
ტაბლეტის დაკარგვა ან გამოტოვება: თუ პაციენტს ავიწყდება ტაბლეტების მიღება ჩვეულ დროს, მას შეუძლია მიიღოს იგი შემდგომი 12 საათის განმავლობაში. თუ ქალს 12 საათზე მეტი დროით ავიწყდება ტაბლეტის მიღება, ეს გამოტოვებული ტაბლეტი აღარ მიიღება, არამედ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი წესით-დარჩენილ ტაბლეტებს იგი მიიღებს შესაბამის დროს და დღეს. დოზის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან ლაქების წარმოქმნა.
მიღების რეჟიმი: შიგნით ანუ პერორალური მიღება.
უკუჩვენებები: ამჟამინდელი, ადრე არსებული ან სავარაუდო სარძევე ჯირკვლის კიბო; ამჟამინდელი ან სავარაუდო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგ.: ენდომეტრიუმის კიბო; არა-დიაგნოსტირებული გენიტალური სისხლდენა; ენდომეტრიუმის განუკურნებელი ჰიპერპლაზია; ადრინდელი იდიოპათიური ან მიმდინარე ვენური თრომბოემბოლია (ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლია); ამჟამად არსებული თრომბოფილური დარღვევები (მაგ. პროტეინი C1 ცილის S ან ანტიტრომბინის დეფიციტი); აქტიური ან ბოლოდროინდელი არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მაგ.: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი; ღვიძლის მწვავე დაავადება ან ღვიძლის დაავადების ანამნეზი, თუ ღვიძლის ფუნქციის ტესტებით არ დგინდება ნორმისკენ დაბრუნება; ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან რეცეპტში გამოყენებული რომელიმე შემავსებლის მიმართ; პორფირია; ორსულობა; ლაქტაცია; არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება. თუ ესტრადიოლის ვალერატის მიღების ფონზე ქალი დაორსულდა, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ლაქტაციის პერიოდში ესტრადიოლის ვალერატის პრეპარატი არ გამოიყენება.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
3280
ბრენდი
სინოკემ ფარმაცეუტიკალსი