გინოტრანი ფორტე L სანთელი ვაგინალური #7
გინოტრანი ფორტე L სანთელი ვაგინალური #7

გინოტრანი ფორტე L სანთელი ვაგინალური #7

თურქეთი

ექსელტის ილჩ სანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:

1 ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი 750მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 200მგ, ლიდოკაინი 100მგ.

დამხმარე ნივთიერება: ვიტეფსოლი


აღწერა:

თეთრიდან მოყვითალო ფერში გარდამავალი ელიფსის ფორმის ვაგინალური სუპოზიტორიები


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო და საანესთეზიო სამკურნალო საშუალება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სუპოზიტორიის ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო, ამ პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
ათქ. კოდი: G01AF20


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გინოტრან ფორტე L -ის ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს ანტიფუნგალური მოქმედების მიკონაზოლის ნიტრატს, ანტიმიკრობული და ანტიტრიქომონადული მოქმედების მეტრონიდაზოლს და ლიდოკაინს რომელსაც გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება. მიკონაზოლის ნიტრატი- იმიდაზოლის ჯგუფის სინთეზური პრეპარატია, რომელსაც აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით აქტიურია სოკოს პათოგენური გამომწვევების მიმართ, Candida albicans-ის ჩათვლით, ასევე ეფექტურია გრამ-დადებითი ბაქტერიების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი იწვევს სოკოს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მიკონაზოლი ცვლის სოკოს უჯრედის კედლის განვლადობას და ამცირებს უჯრედის გლუკოზისადმი მოთხოვნილებას. მეტრონიდაზოლი - 5-ნიტროიმიდაზოლების წარმოებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება, აქტიურია Trichomonas vaginalis-ის, Gardnerella vaginalis-ის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ (ანაერობული სტრეპტოკოკების ჩათვლით).

ლიდოკაინი -გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, ახდენს ნეირონის მემბრანის სტაბილიზებას და ბლოკავს იმპულსების გადაცემას.

მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი და ლიდოკაინი სინერგისტებს და ანტაგონისტებს არ წარმოადგენენგამოყენების ჩვენებები
-Candida albicans-ით გამოწვეული ვულვოვაგინალური კანდიდოზი
-Gardnerella vaginalis -ით და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზი
-Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ტრიქომონადული ვაგინიტი
-ვაგინიტი გამოწვეული შერეული ინფექციებით


უკუჩვენებები

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების, მათი წარმოებულების და სხვა კომპონენტების მიმართ;

-ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს ან კურსის დამთავრებიდან 3 დღის განმავლობაში;

-დისულფირამის მიღება მკურნალობის პერიოდში ან კურსის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში;

-ორსულობის პირველი ტრიმესტრი;

-ტრიქომონადული ვაგინიტი ორსულობის პირველი ტრიმესტრში

-პორფირია; ეპილეფსია; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა.გამოყენების წესი და დოზირება

არ გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

თუ ექიმის მიერ გამოყენების სხვა მეთოდი არ არის გათვალისწინებული, ერთი

ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში, საღამოს- 7 დღის განმავლობაშიშენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25რC-სა ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ექსელტის ილჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი+ლიდოკაინი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი