საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tamsulosin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა → ალფა1- ადრენობლოკატორები
ჩვენებები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით, წინამდებარე ჯირკვლისა და ქვედა საშარდე გზების სხვა დაავადებებით გამოწვეული დიზურიული მოვლენების მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები დღეში ერთი კაფსულა საუზმის ან პირველი საკვების მიღების შემდეგ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში (არავითარ შემთხვევაში მწოლიარე მდგომარეობაში). კაფსულის რამდენიმე მიღებაზე დაყოფა ან დაღეჭვა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს აქტიური კომპონენტის გამონთავისუფლების სიჩქარეზე. უკუჩვენება • მომატებული მგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტების მიმართ; • ორთოსტატიული ჰიპოტენზია(მათ შორის ანამნეზში); • თირკმლის გამოხატული უკმარისობა. შენახვის პირობები და ვადები ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შენახვის ვადა:3 წელი