/images/logo_ka.svg
მაკმირორი ტაბლეტი 200მგ #20

მაკმირორი ტაბლეტი 200მგ #20

იტალია

დოპელ ფარმაცეუტიჩი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nifuratel
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალებები → ნიტროფურანის წარმოებულები → სისტემური გამოყენებისათვის

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი – ნიფურატელი 200 მგ;
დამხმარე ინგრედიენტები: სახამებელი – 65 მგ, პოლიეთილენგლიკოლი 6000 – 15 მგ, ტალკი – 30 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 2.5 მგ, ჟელატინი – 2.3 მგ, გუმიარაბიკი – 2.3 მგ, საქაროზა – 150 მგ, მაგნიუმის კარბონატი – 33 მგ, ტიტანის დიოქსიდი – 0.9 მგ, E ცვილი – 0.3 მგ.
აღწერა: ორმაგად ამობურცული, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

ჩვენებები
• ვულვოვაგინალური ინფექციები და თეთრად შლა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ამგზნებებით (კანდიდა, ტრიქომონადები, ბაქტერიები, ქლამიდიები).
• პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებები.
• ნაწლავების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავების ამებიაზით ან ლამბლიოზით
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter pilory- სთან.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი უნდა მიიღოთ შიგნით, რეკომენდაციების შესაბამისად.
ვაგინალური ინფექციებისას:
მოზრდილებს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში (პრეპარატი უნდა მიიღოს ორივე პარტნიორმა).
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს – 10 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად, ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში. რეკომენდირებული დოზა უნდა იქნეს მიღებული 2 მიღებით.

საშარდე გზების ინფექციებისას:
მოზრდილებს: 3-6 ტაბლეტი დღეში, ყოველდღიურად 7-14 დღის განმავლობაში – ინფექციის ბუნებისა და სიმძიმის მიხედვით
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 30-60 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად. რეკომენდირებული დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე.
ექიმის რეკომენდაციით პერორალური მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან კურსი განმეორდეს.

ნაწლავური ამებიაზისას:
მოზრდილებს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში
ბავშვებს: 10მგ/კგ 3-ჯერ დღეში

ნაწლავური ლამბლიოზისას:
მოზრდილებს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზაა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

Helicobacter pilory -ისთან ასოცირებული კუჭნაწლავის ინფექციები:
მოზრდილებში: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ბავშვებში: რეკომენდირებული დოზაა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
დისპეფსიური აშლილობები: პირღებინება, გულისრევა, პირის ღრუში სიმწარის გემო, დიარეა, წვა, გასტრალგია.
ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ნიტროფურატელი აღწევს ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში დოზის გადაჭარბებისას, ამიტომ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ნიტროფურატელი ექსცენტრირდება სარძევე ჯირკვლების რძეში, ამიტომ პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა დადგეს საკითხი ჩვილის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დოპელ ფარმაცეუტიჩი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ნიფურატელი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat