ნიუმეზოლი სანთელი ვაგინალური #6

ნიუმეზოლი სანთელი ვაგინალური #6

არგენტინა

ლაბ. ელეა ფოენიქსი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Newmezole - ნიუმეზოლი ვაგინალური 6 სუპოზიტორია

ჩვენებები

- სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობა, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას;

- ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ნებისმიერი ეტიოლოგიის თეთრად შლის მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი

მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ - დღეში 1 სუპოზიტორია ძილის წინ სრულ განკურნებამდე.

ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში.

გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. იმის გათვალისწინებთ, რომ არ არის დადგენილი, თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან, სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქციის რომელიმე ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;
ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
ლაქტაცია;
პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით;
ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.
შენახვის პირობები და სტაბილურობა

ინახება ოთახის ტემპერატურის 15-30რC პირობებში (59-86რF),

მოარიდეთ სიცხეს (>30რC ან 86რF).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ელეა ფოენიქსი
ქვეყანა
არგენტინა
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი+მიკონაზოლი+ზიური ცენტელა+პოლიმიქსინი B+ნეომიცინი
ფორმა
სანთელი ვაგინალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი