/images/logo_ka.svg
პროსტამედი ტაბლეტი საღეჭი #120

პროსტამედი ტაბლეტი საღეჭი #120

გერმანია

დოქტორ გუსტავ კლეინი

პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისათვის
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გოგრის თესლის ფხვნილი, ცხიმგაცლილი 200 მგ; გოგრის თესლის ფხვნილი გასუფთავებული ექსტრაქტი, ცხიმგაცლილი, (5 – 10:1), ექსტრაგენტი: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი/სუფრის მარილი (გაწმენდილი) მარილი/გასუფთავებული წყალი (3/6,1/90,9) – 100 მგ; ოქროსწკეპლას მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1) ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც. % - 2,6 მგ; ვერხვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც.% - 6,3მგ;
სხვა ინგრიდიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, კაკაოს ფხვნილი, საქაროზა, ჟელატინი, გლიცერინი 85%, პოვიდონი К25, სილიციუმის მაღალდისპერსული ოქსიდი, ტალკი.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი
საშუალებები, რომლრბიც გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტპლაზიის დროს.

ჩვენებები
შარდვის დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) I-II სტადიის დროს; შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, მათ შორის, ღამე, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, (ნარჩენი შარდის არსებობა), მოშარდვის დაუძლეველი სურვილი. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (კომპლექსური თერაპიიის შემადგენლობაში).

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პროსტამედის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება ამ მომენტისთვის არ არის შესწავლილი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ამიტომ პროსტამედის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სპეციალურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების ხერხი
მოზრდილებში გამოიყენება 2-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს, უნდა დააყოლოთ სითხის საკმარისი რაოდენობა (სასმელი წყლის დაახლოებით ფ ლ).
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა 4 კვირაა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დოქტორ გუსტავ კლეინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
გოგრის თესლი+ოქროწკეპლა+ვერხვი
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
120
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat