ჩვენებები: შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი); თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა. გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.
ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 - 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 - 2 კაფსულა 4 - 5 ჯერ დღეში. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილით: ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.