სალოვერის ტაბლეტი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ფუნქციური სიმპტომების მკურნალობის დროს.
1 ტაბლეტი შეიცავს:
ტაბლეტის გარე ბირთვის შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი – 0.4 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კარბომერი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;
ტაბლეტის შიდა ბირთვის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბომერი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ფუნქციური სიმპტომები (მკურნალობა).
სალოვერი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტის დაღეჭვა ან დანაწევრება რეკომენდებული არ არის, პრეპარატის გამოთავისუფლების სიჩქარეზე შესაძლო გავლენის გამო.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი; ორთოსტატული ჰიპოტენზია (მათ შორის ანამნეზში); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის (კკ < 10 მლ/წთ) დროს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.