ს/მც შავბალახა ბალახი მცენარეული ნედლეული 50გრ #1
ს/მც შავბალახა ბალახი მცენარეული ნედლეული 50გრ  #1

ს/მც შავბალახა ბალახი მცენარეული ნედლეული 50გრ #1

საქართველო

იმედი
პროდუქტის შესახებ
შავბალახას ბალახი
HERBA LEONURI
წამლის ფორმა: შავბალახას ბალახი.
შემადგენლობა: შავბალახას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს (რუტინი, კვინკველოზიდი), მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს, ეთეროვან ზეთს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს დამამშვიდებელი, წნევის დამწევი მოქმედება, ანელებს გულის რიტმს და აძლიერებს გულის შეკუმშვების ძალას.
გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება ძილის დარღვევის, ნეიროცირკულაციური დისტონიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, სხვადასხვა ტიპის ნერვოზული მდგომარეობებისას.
მომზადების წესი: 1 დესერტის კოვზ დაწვრილმანებულ მცენარეულ ნედლეულს ასხამენ 200მლ (1 ჩაის ჭიქა)Aადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აყოვნებენ 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ წურავენ.
მიღების წესი: მიიღებენ 1 ჭიქას დღეში ჭამის დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, არ არის რეკომენდირებული გამოყენება დაბალწნევიან პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს საძილე და ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებების მოქმედებას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში შესაძლებელია დააქვეითოს ფსიქომოტორული რეაქციები და ამის გამო სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.
ჭარბი დოზა: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იმედი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
შავბალახა
ფორმა
მცენარეული ნედლეული
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი