შავბალახას ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

შავბალახას ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

უკრაინა

დკპ ფარმფაბრიკა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
მომზადებულია შავბალახას მიწისზედა ნაწილებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგურად აქტიურ ნივთიეჟრებათა კომპლექსს: ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი), ეთერზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთირეჟბებს, სტეროიდულ გლიკოზიდებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს სედაციური მოქმედება, ამცირებს სპონტანური მოძრაობის აქტივობას, აძლიერებს საძილე და ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, იჩენს კარდიოტონურ მოქმედებას - აძლიერებს სისტოლას და აიშვიათებს რითმს, ახასითებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი

ჩვენებები
• სხვადასხვა სახის ნევროზები;
• ჰიპერტონული დაავადების I სტადია;
• აგზნებულობა, უძილობა;
• ტაქიკარდია.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად. 30-50 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება. ამ შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვისას და ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას.

გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება (შეიცავს ეთილის სპირტს).

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

ჭარბი დოზირება
დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დკპ ფარმფაბრიკა
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
შავბალახა
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი