კაგოცელი ტაბლეტი 12მგ #10

კაგოცელი ტაბლეტი 12მგ #10

ნიარმედიკ პლუსი
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატ კაგოცელს® იყენებენ მოზრდილებში და 3 წლიდან ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალების სახით გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ასევე როგორც სამკურნალო საშუალებას მოზრდილებში ჰერპესის დროს.



უკუჩვენებები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- 3 წლამდე ასაკი;

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტაზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.



გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
აუცილებელი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.



გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით, საკვების მიღების მიუხედავად.

გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში პირველი ორი დღე ნიშნავენ - 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორ დღეს - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 18 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა მოზრდილებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - 2-2 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

მოზრდილებში ჰერპესის სამკურნალოდ ნიშნავენ 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. სულ კურსზე - 30 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი 2 დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 1 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 6 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 6 წლიდან ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი 2 დღე - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 10 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - თითო ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

თუ მკურნალობის შემდეგ არ ხდება გაუმჯობესება ან სიმპტომები მწვავდება, ან აღინიშნება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების იმ წესის მიხედვით და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.



გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიარმედიკ პლუსი
ქვეყანა
ჯენერიკი
კაგოცელი
დოზა
12მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი