გამოშვების ფორმა: ხსნარი ინექციისათვის 5მლ ამპულებში – 5 ამპულა შეფუთვაში. ფარმაკო-თერაპიული კლასი ლეიშმანიოზის და ტრიპანოსომიაზის საწინააღმდეგო (პარაზიტოლოგია).როდის უნდა იყოს გამოყენებული ეს მედიკამენტი (თერაპიული დანიშნულებანი) ეს არის ანტიპარაზიტული პრეპარატი. იგი გამოიყენება ვისცერული ლეიშმანიოზის (Kალა აზარ) ან კანის ლეიშმანიოზის (რეზისტენტული Lეისჰმანია აეტჰიოპიცა – ს გარდა) სამკურნალოდ. როგორ უნდა იქნას გამოყენებული ეს მედიკამენტი დოზირება და მიღების მეთოდები ყველა შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. ვისცერული ლეიშმანიოზი: ინექცია კუნთში – 20მგ/კგ დღე-ღამეში - არაუმეტეს 850მგ ანტიმონისა 20 დღის განმავლოვაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ელენთიდან ნემსით ასპირაციის შედეგად არ გაქრება პარაზიტი 14 დღის ინტერვალში. განმეორების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს იგივე სადღეღამისო დოზებით. კანის ლეიშმანიოზი: ზოგადი შემთხვევა, L. Bრაზილიენსის და L.Aმაზონენსის ფორმების გარდა: გამომწვევის ინფილტრაცია უნდა იქნას მხოლოდ ადრეულ საფეხურზე. - 2 - ინფილტრაცია უნდა მოხდეს საკმაოდ ღრმად, იმისათვის რომ გამოვლინდეს სითეთრე დაზიანების ძირზე. როდესაც დაზიანება მრავალრიცხოვანია, შესიებულია ან ისეთ ადგილზეა, სადაც ნაწიბური არაესთეთიკური იქნება, ან თუ აღინიშნება ლიმფური სტაზი ან მყესიცაა დაზიანებული, მკურნალობა უნდა წარიმართოს სისტემური გზით. - ადგილობრივი მკურნალობა: 1 ან 3 მლ ინექცია დაზიანების საფუძველთან, განმეორებული ერთჯერადად (ან ორჯერ თუ სასურველი რეზულტატი არ გამოვლინდა) 1 ან 2 დღის ინტერვალით. - სისტემური მკურნალობა: ინექცია კუნთში – 10 - 20მგ/კგ დღე-ღამეში - მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე ან მანამ, სანამ პარაზიტი არ გაქრება კანის სკარიფიკაციის შედეგად აღებულ სითხეში რამდენიმე დღის განმავლობაში. L. Bრაზილიენსის - კანის და ლორწოვანი გარსების ლეიშმანიოზის და L.Aმაზონენსის ლორწოვანი გარსების ლეიშმანიოზის დროს: ინექცია კუნთში – 20მგ/კგ დღე-ღამეში - მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე ან არაუმეტეს 4 კვირისა L. Bრაზილიენსის დროს და რამდენიმე თვე L.Aმაზონენსის დროს.შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს +250 ჩ ტემპერატურაზე. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!