/images/logo_ka.svg
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი #1
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი #1

აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი #1

სლოვენია

ლეკ ფარმაცეუტიკალსი

გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში და მამაკაცებში თეძოს, ხერხემლის მოტეხილობების და სხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების შემთხვევების შემცირების მიზნით.

პროდუქტის შესახებ

აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​მოქმედი ნივთიერება: zoledronic acid;
100 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ ზოლენდრონის მჟავის (უწყლოს), რაც შეესაბამება 5,33 მგ ზოლენდრონის მჟავის მონოჰიდრატს;
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (Е 421), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.


ჩვენებები:

ოსტეოპოროზის მკურნალობა ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში და მამაკაცებში თეძოს, ხერხემლის მოტეხილობების და სხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების შემთხვევების შემცირების მიზნით, ძვლების მინერალური სიმკვრივის ზრდა.
თეძოს მოტეხილობის შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა მამაკაცებში და ქალებში. გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. პეჯეტის დაავადება (მადეფორმირებელი ოსტეიტი).


უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, ან მომატებული მგრძნობელობა ბისფოსფონატების მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ. ჰიპოკალციემია. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.


გამოყენების წესი და დოზები:

პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის, მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, თეძოს მოტეხილობების შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზა - აკლასტას 5 მგ ერთი ინტრავენური ინფუზია წელიწადში.

პეჯეტის დაავადების მკურნალობა: რეკომენდებული დოზა - აკლასტას 5 მგ ერთი ინტრავენური ინფუზია. პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ პეჯეტის დაავადების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმები. მონაცემები პრეპარატით განმეორებითი მკურნალობის შესახებ არ არსებობს. აკლასტით პეჯეტის დაავადების ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რემისიის ხანგრძლივი პერიოდი. მაგრამ აკლასტათი განმეორებითი მკურნალობა შეიძლება დაენიშნოს დაავადების რეციდივის მქონე პაციენტებს, რომელიც გამოწვეულია შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის მომატებით, რომლებშიც მიღწეული არ იქნა შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის ნორმალიზაცია, ან პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში.
აკლასტა (5 მგ 100 მლ მზა საინფუზიო ხსნარზე) შეჰყავთ ინტრავენურად სისტემის მეშვეობით, რომელიც აწყობილია ინფუზიის სტაბილურ სიჩქარეზე. ინფუზიის დრო უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 წუთს. აკლასტას ინფუზიას ატარებენ პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის და იმ პაციენტებისათვის, ვინც დიურეტიკებს იღებენ.
ოსტეოპოროზისას ქალებში და მამაკაცებში, გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზისას აუცილებელია დაინიშნოს კალციუმი და ვიტამინ D, თუ დიეტა ვერ ახდენს მათი აუცილებელი რაოდენობის კომპენსირებას.
პაციენტებისათვის პეჯეტის დაავადებით აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს ვიტამინ D და კალციუმის ადექვატური გამოყენება სადღეღამისო დოზებით 10 დღე-ღამის განმავლობაში აკლასტას შეყვანის შემდეგ.
პაციენტები თირკმელების უკმარისობით. აკლასტას დანიშვნა პაციენტებისათვის თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ არაა რეკომენდებული ასეთი ავადმყოფების მკურნალობის ადექვატური კლინიკური გამოცდილების არასაკმარისი დონის გამო. დოზის კორექტირება პაციენტებისათვის კრეატინინის კლირენსით ≥ 35 მლ/წთ არ მოითხოვება. პაციენტები ღვიძლის უკმარისობით. დოზის კორექტირება არ მოითხოვება.
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელზე). დოზის კორექტირება არ მოითხოვება, ვინაიდან, პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა, განაწილება და გამოყოფა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებში მსგავსი იყო.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციები. არ შეიძლება აკლასტას შერევა ან ინტრავენურად შეყვანა ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებასთან. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიის ცალკე სისტემით შეყვანით, მუდმივი სიჩქარით. თუ ხსნარი გაგრილებულია, გამოყენების წინ აუცილებელია მიეცეს მას ოთახის ტემპერატურის მიღწევის შესაძლებლობა. ინტრავენური ინფუზიისთვის ხსნარის მომზადების დროს აუცილებელია ასეპტიკის წესების დაცვა.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. ინფუზიის შემდეგ უნდა მოხდეს გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ინფუზიისთვის მომზადებული პრეპარატის გამოყენება აუცილებელია დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენების მომენტამდე მისი შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება. გამოუყენებელი ხსნარის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 24 საათი 2-8ºC ტემპერატურაზე.


შენახვის პირობები:

აუხსნელი ფლაკონი არ მოითხოვს შენახვის სპეციალური პირობებს.
ინახება ფლაკონის ახსნიდან 24 საათის განმავლობაში, 2-8ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
ზოლედრონის მჟ
დოზა
5მგ/100მლ
ფორმა
ხსნარი საინფუზიო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი #1