/images/logo_ka.svg
დექსაპეინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5
დექსაპეინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

დექსაპეინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 25მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

მოლდოვა

ბალკან ფარმაცევტიკალს

პროდუქტის შესახებ
დექსაპეინი

შემადგენლობა
ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი დექსკეტოპროფენზე გადათვლით 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.

გამოყენების ჩვენებები
ზომიერი და გამოხატული ინტენსივობის მწვავე ტკივილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია პერორალური თერაპია, მაგალითად, პოსტოპერაციული ტკივილის,თირკმლის კოლიკისა და ზურგის ტკივილის დროს.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ზრდასრულები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ ყოველ 8-12 საათში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ხელახალი შეყვანა 6-საათიანი ინტერვალის შემდეგ. მთლიანი სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ. დექსკეტოპროფენი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მწვავე სიმპტომური პერიოდით (არაუმეტეს 2 დღისა). პაციენტები შეძლებისდაგვარად უნდა გადავიდნენ ორალურ ანალგეზიურებზე.

გამოყენების წესი:
დექსაპეინი შეიძლება შეყვანილ იქნას ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად:
ინტრამუსკულური შეყვანა: პრეპარატ დექსაპეინის ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ) ნელა შეჰყავთ ღრმად კუნთში.
ინტრავენური შეყვანა:
- ინტრავენური ინფუზია: მომზადებული განზავებული ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან.
- ბოლუსური ინტრავენური შეყვანა: საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატ დექსაპეინის ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ) შეიძლება იქნას შეყვანილი ნელი ინტრავენური ბოლუსის სახით მინიმუმ 15- წამის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
როდესაც პრეპარატი დექსაპეინი შეჰყავთ ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად ბოლუსის სახით, ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულიდან ამოღებისთანავე!
ინტრავენური ინფუზიისთვის ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიკურ პირობებში და უნდა იყოს დაცული
ბუნებრივი დღის სინათლისგან.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბალკან ფარმაცევტიკალს
ქვეყანა
მოლდოვა
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat