მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი. ერთი 3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის: - სახსრების რევმატული ხასიათის (ართრიტი) ტკივილი, ზურგის ტკივილი, აგაყინული მხრისა სინდრომი, ლატერალური ეპიკონდილიტი და ძვლებისა და სახსრების ტკივილით მიმდინარე სხვა მდგომარეობები; - პოდაგრის შეტევები; - მწვავე ტკივილი ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში კენჭების დროს; - ტკივილი და შეშუპება ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ; - შაკიკის მძიმე შეტევები. - ინტრავენური ინფუზიები გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს პირობებში.
ინტრავენური ინფუზია ხსნარს აზავებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში და ნელა შეჰყავთ ვენაში.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას. მნიშვნელოვანია მიიღოთ უმცირესი ეფექტიანი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ მოზრდილებში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ორი დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით ან სუპოზიტორიებით. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.
შენახვის პირობები 25C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!