მიდოკალმი ტაბლეტი  50მგ #30

მიდოკალმი ტაბლეტი 50მგ #30

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - tolperisone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → მიორელაქსანტები → ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი დასახელება
მიდოკალმი® 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.
მიდოკალმი® 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები:
პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან და ამტანობიდან გამომდინარე, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 150-450 მგ-ს გაყოფილს 3 მიღებაზე.
ბავშვები:
სამკურნალო საშუალება ინიშნება ბავშვებში 30 კგ წონის ზევით (10 წლის ზევით ასაკიდან) სადღეღამისო დოზით 2-4 მგ/კგ სხეულის მასაზე, გაყოფილი 3 მიღებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებში არ ინიშნება მაღალი დოზები, რეკომენდებულია აპკიანი გარსით დაფარული 50 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება. ვინაიდან ტაბლეტების გაყოფა გათვალისწინებული არ არის, იგი გამოიყენება სხეულის მასის 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
მონაცემები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამ ჯგუფის პაციენტებში გამოვლენილია გვერდითი რეაქციების გამოვლინების შედარებით მაღალი სიხშირე. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით საჭიროა დოზის ტიტრირება და ყურადღებით დაკვირვება. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით ტოლპერიზონის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამ ჯგუფის პაციენტებში გამოვლენილია გვერდითი რეაქციების გამოვლინების შედარებით მაღალი სიხშირე. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით საჭიროა დოზის ტიტრირება და ყურადღებით დაკვირვება. Aტოლპერიზონის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში ტოლპერიზონის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ჭიქა წყალთან ერთად.
პრეპარატის მიღება უზმოზე რეკომენდებული არ არის, ვინაიდან საკვების არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა დააქვეითოს ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ტოლპერიზონის ან მისი ანალოგიური ქიმიური ნივთიერებების (ეპერიზონი), ასევე დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
- მიასთენია.
- ლაქტაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაპს ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზოა-გალაქტოზური მალაბსორბცია არ შეიძლება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში უფრო ხშირად იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ. ალერგიული რეაქციები მერყეობდა კანის მსუბუქი გამონაყარიდან, მძიმე სისტემურ რეაქციებამდე, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. ალერგიული რეაქციის სიმპტომები: სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ქოშინი.
მდედრობითი სქესის პაციენტებს, ანამნეზში სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ან ალერგიული რეაქციებით, გააჩნიათ უფრო მაღალი რისკი.
ლიდოკაინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტოლპერიზონის გამოყენებისას შესაძლო ჯვარედინი რეაქციის განვითარების გამო.
რეკომენდებულია, პაციენტები იყვნენ ყურადღებით ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის მიმართ. თუ სიმპტომები განვითარდა, საჭიროა პრეპარატის სასაწრაფოდ შეწყვეტა და მიმართვა ექიმთან. არ შეიძლება ტოლპერიზონის განმეორებით დანიშვნა ტოლპერიზონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ეპიზოდის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ტოლპერიზონი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი